2009 წლიდან ინსტიტუტმა სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი შეიძინა და შემდგომი ინსტიტუციური განვითარება განიცადა; ამჟამად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში 3 ფაკულტეტი (სამართლის, ბიზნესის და ტურიზმის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა), 9 საბაკალავრო (სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი), თეოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია) და 4 სამაგისტროა პროგრამაა (სამართალი, თეოლოგია, საჯარო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება). უახლოეს მომავალში უნივერსიტეტი აპირებს, რომ დაამატოს სადოქტრო პროგრამები და, ამდენად, კვლევით უნივერსიტეტად გადაიქცეს.