ჭიათურა
მარი ხვედელიძე
მარი ხვედელიძე - ჭიათურა
მოგეხსენებათ ჭიათურა პატარა ქალაქია იმერეთის მხარეში,რომელიც თითქმის ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მაღალი, ციცაბო კლდეებით.ქალაქის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება,როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება.წერეთელი და საჩხერელი თუ დაღუპავდა ჭიათურას, თორემ ინგლისიდან არავინ ჩამოვიდოდა ამისათვის.ასე აგიხდეს ყველაფერი და 1892 წელს კი ჩამოვიდნენ და ჭიათურაში ჩოგბურთის პირველი კორტები ააშენეს.ასეა,ჭიათურიდან იწყება კულტურის აყვავება.ეს მშვენიერი ადგილი ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა.თვითონ სახელსაც, ჭიათურას,ორიგინალურ ისტორია აქვს.მოკლედ,გაუვლია ერთ კაცს გადაუცედავს-გადმოუხედავს ყვირილა დაუნახავს (მაშინაც ვერ იყო კარგ ფერზე) ვერ გაუგია ჭია იყო თუ რა და ასე დაერქვა ქალაქს,ევროპის ცენტრს, ჭიათურა.ქალაქში გადაადგილებისა და გართობის მთავარი საშუალებაა საბაგირო.ჩაჯდები თუ არა ხელისგულივით ჩანს ულამაზესად მოელვარე,მოდუდუნე,ანკარა ყვირილა,რომელიც თავის თავში ირეკლავს ქალაქის სევდას.ამ ულამაზეს ადგილას 2014 წლის მონაცემებით 12803 კაცი ცხოვრობს . ჭიათურაში მცხოვრები საზოგადოება გამოირჩევა მხიარულებითა და უდარდელობით. ქალაქში მთავარ და უალტერნატივო სამსახურს წარმოადგენს მაღარო.ეს ის ადგილია სადაც ცოცხალი ადამიანები გარდაცვლილებზე დაბლა არიან და მარგანეცს მოიპოვებენ.

მადლიერმა მოსახლეობამ ამ მადლიან ქალაქს სიმღერა ,,ჭიათურავ ერთადერთო" მიუძღვნა.ჭიათურელებისათვის ეს სიმღერა ჰიმნად იქცა და ახალგაზრდებში დიდი აღიარება ჰპოვა.ქალაქს ამშვენებს წარწერა ,,ჭიათურა ჩემი სიამაყეა".იგი ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს და უიმედო,დაღონებულ მოქალაქეებს თავდაჯერებულობასა და მომავლის იმედს უსახავს.

კითხვა თუ რას შევცვლიდი ჩემს ქალაქში აბსურდულად ჟღერს,რადგან დედაბუნებამ ეს ადგილი ყოველგვარი სიკეთით შეამკო.თავისთავად არც არაფერი აკლია ჭიათურას:არც კინო-თეატრი,არც ახალგაზრდებისათვის გასართობიადგილები და არც მშვენიერი გამწვანებული სკვერები,მაგრამ თუ მაინც და მაინც რაიმეს შეცვლაზე მიდგება საქმე,ვფიქრობ,ჭიათურას უნდა შეეცვალოს სტატუსი და იქცეს საქართველოს დედაქალაქად.სამწუხაეოდ,ქვეყნის მოსახლეობის 99% დღესდღეობით ვერ იაზრებს ჭიათურის უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის განვითარებაში.სწორედ ასე მესახება ჭიათურა მომავალში აყვავებული (არც ახლ აკლია,მაგრამ მაინც) დედაქალაქად ქცეული და იუნესკოს ძეგლთადაცვის სიაში შეყვანილი.


*ტექტსი ქვეყნდება კონკურსში გადმოგზავნილი ფორმით - უცვლელად.

© სამოქალაქო დარბაზი
Made on
Tilda