ჭუბურხინჯი

ნინო მარხულია
აფხაზეთი,გალის რაიონის სოფელი ,,ჭუბურხინჯი"- ასე ჰქვია ადგილს,სადაც დავიბადე დაგავიზარდე. ერთი შეხედვით,ჩვეულებრივი სოფელი ჩანს,როგორც სხვა დანარჩენი,მაგრამ,ამსოფლის განსაკუთრებულობა,სწორედ რომ მისივე მოსახლეობაში გამოიხატება. ,,ჭუბურხინჯი" მეგრული სიტყვაა და ნიშნავს წაბლის ხიდს. ,,ჭუბურ"-წაბლი,ხოლო ,,ხინჯი"-ხიდია.

სოფელი საკმაოდ დიდია,ამიტომაც თითოეულ ქუჩას აქვს თავისი სახელი,ამშემთხვევაში,ჩვენს ულამაზეს ქუჩას,ერგო პატივი,დაერქმიათ ,,მეგობრობა". ამ ქუჩისმაცხოვრებლები კი ნამდვილად ამართლებენ ამ სახელს.

შეუძლებელია ისაუბრო ამ სოფლის ღირსშესანიშნაობაზე და არ ახსენო წმინდა გიორგისეკელსია,რომელიც მშვიდობის ადგილადაც კი ითვლება.ბოლო დროს,ბევრი რამ შეიცვალადა განახლდა ჩვენს სოფელში. აშენდა საბავშვო ბაღი,რომლის არსებობა უდიდეს როლსთამაშობს ახალი თაობების განვითარებისთვის. ასევე,სოფლის ღირსშესანიშნაობასშემოემატა ახალგაზრდული კლუბი,რომელიც უდიდეს შანსს აძლევს ქალაქსმოშორებულახალგაზრდებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი სხვა და სხვა სფეროში. რა თქმა უნდა,ესყველაფერი დიდ როლს ასრულებს სოფლის ახალგაზრდების ცხოვრებაში,მათგანვითარებასა და დროის სწორად გაყვანაში.

დამეთანხმებით,ალბათ,რომ ყველას უყვარს თავისი კუთხე,ის ადგილი,სადაც დაიბადა ანგაიზარდა,ყველა ხოტბის შესხმით საუბრობს მასზე,მაგრამ,ჩემი სოფელი,იმსახურებს ყველასიტყვას,რომელიც სილამაზესთან,სიკაშკაშესთან ასოცირდება.

კითხვაზე,თუ როგორ სივრცედ წარმომიდგენია ის მომავალში,ვუპასუხებ,რომ,ჩემსაფხაზეთს,ჩემს ჭუბურხინჯს,წარმოვიდგენ ადგილად,სადაც დანარჩენი საქართველოდანჩამოსულ ადამიანებს შეეძლებათ უპრობლემოდ შემოსვლა საკუთარ ტერიტორიაზე,სადაცსაქართველოს დროშა სიამაყით იფრიალებს,სადაც ჩვენ,ქართველებს,თავისუფლადშეგვეძლება ჩვენს ენაზე საუბარი და,უბრალოდ,ადგილად,სადაც სიტყვას ექნებაძალა,ძალა,რომელიც გადაგვარჩენს!

ნინო მარხულია
საცხოვრებელი ადგილი აფხაზეთი,გალისრაიონი,სოფელი ჭუბურხინჯი.



© სამოქალაქო დარბაზი
Made on
Tilda