,,ამ წეროს ძებნაში მთელი ქვეყანა მოვიარე და ის ჩემს უკანა ეზოში ვიპოვე"
ვფიქრობ სანდჰილის წეროები ოინს მიწყობდნენ.

ცოტა ხნის წინ ნებრასკაში გავემგზავრე, რომ სანდჰილის წეროების მიგრაციის მომსწრე გავმხდარიყავი. ამ ფრინველის ასეულობით ათასი წარმომადგელი მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ყოველწლიურად, მიგრაციის დროს, ნებრასკაში იყრის თავს. პრობლემა ის იყო, რომ ვერ მივუახლოვდი. სანდჰილის წეროები ძალიან მფრთხალები არიან; მიფრინავენ, როგორც კი ვინმე მიუახლოვდება. რამდენიმეჯერ მზის ამოსვლამდეც ავდექი, რომ მათთვის ახლოდან გადამეღო ფოტო, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ამის შემდეგ, ილინოისში, მშობლებთან ჩავედი და ოჯახს ამ წეროების რამდენიმე ფოტო ვაჩვენე.

,,მამიდაშენმა ნახა ამას წინათ," - მითხრა მამაჩემმა. ,,ძალიან ახლოს მივიდა, სადღაც 30 სანტიმეტრში."

,,რა?!"

სიმართლე იყო. სანდჰილის წეროების ნაწილი ილინოისში აღმოჩნდა და უბანში დასეირნობდნენ. უცნაური იყო, მაგრამ ადამიანების შიშიც არ ჰქონდათ.

მამიდაჩემთან ერთად მანქანით მოვიარეთ იქაურობა, რომ ერთი მაინც გვეპოვა. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვეძებეთ, მაგრამ როგორც ჩანს უკვე წასულიყვნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ მამიდაჩემმა დამირეკა: დაბრუნდნენ! ჩემი ფოტოაპარატით გავიქეცი და მივუახლოვდი. აი, ასე ახლოს:

© Debbie Bohmbach
რამდენიმე ფოტო გადავიღე, მათ შორის ეს. ჯერ კიდევ მგონია, რომ წეროებმა რაღაც ოინი მომიწყვეს.





წყარო: treehugger.com

ავტორი: ილანა სტრაუსი (Ilana Strauss)

თარიღი: 31 ოქტომბერი, 2018



Made on
Tilda