რა არის განათლება?
როდესაც რამეზე ვმსჯელობთ, მსჯელობა შეგვიძლია განვავითაროთ ორი ძირითადი გზით: ერთი, ვსაუბრობთ იმაზე თუ რა არის „ის" და ამით ვიგებთ და ვხსნით მის არსს. ან, მეორე მხრივ, ვსაუბრობთ რა არ არის ის! ასე ჩვენ კი ვიგებთ მის არსს, მაგრამ ვერ ვახერხებთ მის ზუსტ განსაზღვრებას. გაუგებარია მისი ტექსტურა, ფორმა და ასე შემდეგ... აქვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ტექნიკა და ის სხვა რამეს შევადაროთ. გვიჭრდება კი ეს განათლების შინაარსის გასაგებად? ამაზე ცოტა მოგვიანებით შევჯერდებით.

მოდით დავსვათ მეორე შეკითხვა და ეს გავაკეთოთ ისევ იმისთვის, რომ როგორმე განათლების არსი გავიგოთ. მაგალითად: რა არის ჭეშმარიტება? მე მირჩევნია ვისაუბრო იმაზე თუ რა არ არის ჭეშმარიტება, ან ვთქვა რას ჰგავს ის, რას შეიძლება მივამსგავსო, რადგან ვიცი, მისი ბუნება აუხსნელია. აუხსნელია რადგან ის ისეთი ფორმის არ არის, რასაც ადამიანები გასაგებ ენაზე ვხსნით ხოლმე და არც ისეთი რამ არის, რასაც ყველა ისე ვხედავთ, როგორ ვთქვათ კომპიუტერს ან სმარტ ფონს, რომელშიც ახლა ამ ტექსტს ვკითხულობთ, მაგრამ მისი არსებობა რეალურია. რეალურია, რადგან ჩვენ მას შევიცნობთ და შევიცნობთ რაღაც ისეთით, რაც თავად გვაქვს და ჯერ მის შეესახებ არც ჩვენ ვიცით რა არის და როგორია. თუმცა დანამდვილდებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არ არის ინტელექტი. ანუ ინტელექტი, რომელიც გვიბიძგებს გამოვხატოთ, გავიგოთ სიტყვებით,აღვიქვათ თვალებთ, შევიგრძნოთ ხელებით, ავიღოთ, გადაავადგილოთ, დავშალოთ ჯერ ფიზიკურად, მარტივ მამრავლად და შემდეგ შევისწავლოთ ან გამოვხატოთ ნახატით ან გამოვთქვათ პროზად, პოეზიად, სკულპტურად, ნაგებობად. თუკი არსებობს ისეთი მოვლენები და მდგომარეობები, რომლებიც ინტელექტით არ გაიგება და, შესაბამისად, არც გადმოიცემა და აიხსნება ბოლომდის, მაშ როგორ მოვიქცეთ, არ ვისაუბროთ მის შესახებ?

ვფიქრობ, თუ გვინდა, რომ გავიგოთ არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ვცადოთ სხვაში აღვძრათ გაგების სურვილი ურიგო არ იქნებოდა მსჯელობა გვეცადა ნებისმიერი ხერხით.

უფრო მეტიც კულტურები, ცივილიზაციები და ყოველი შემოქმედება არის მცდელობა, გამოხატოს ახსნის მიზნით ის გენიალური შინაგანი შთაგონება, რომელზეც წვდომა პერსონალურად გაქვს მხოლოდ შენ, მაგრამ თავადაც არ იცი ბოლომდე რა უწოდო მას, როგორია ფორმა და ფერი მიანიჭო ან შინაარსი. ამიტომაც მის მსგავსებაში შენ ქმნი უსასრულოდ! მაგალითისთვის მხატვრობა ავიღოთ. ვთქვათ გამეორება, გადმოხატვა და გადმოტანა ეს მხოლოდ ტვინის ზედაპირული ფუნქციაა და მისი გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელსაც თავის ტვინი არ აქვს დაზიანებული, ეს მარტივი რეფლექსია ტვინის და ვარჯიშით შესაძლებელია. ასევე, მაგალითისთვის, მე სახლში უამრავი ნახატი მაქვს, რომელიც თავად დავხატე, მაგრამ არც ერთი არ არის ჩემი! ის შეიძლება იყოს ჩემი არსობრივადაც და რეალურადაც, რადგან ბუნება მაქვს გამოხატული, რომელსაც ვეკუთვნი და მეკუთვნის, მაგრამ ის არ არის ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატულება, რადგან ჩემი სამყარო ბევრად განსხვავდება იმ ნახატისაგან, რომელიც ვითომ და მე დავხატე! როცა ამის გამოხატვას შევძლებ მაშინ ვიტყვი, რომ მე ეს შევქმენი! მხოლოდ ორი ნახატია ჩემი თორმეტი ნახატიდან და თქვენ როდესაც მას ნახავთ აუცილებლად იგრძნობთ შინაარს, რომელსაც ათასჯერჯერ მარტივი ნახატი ატარებს საკუთრ თავში, ვიდრე ისინი ,რომელიც გადმოვიხატე. თუმცა უდავოდ ლამაზებია.

ამიტომ, როდესაც რამეზე ვმსჯელობთ ჩვენ უნდა ვეცადოთ გავიგოთ მისი ღრმა მიღმიერი ბუნება, მისი აუხსნელი შინაარსის შეგრძნებას შევეცადოთ და მერე დავიწყოთ ნამდვილი მოქმედება. ჩვენ ვნახავთ, რომ ადამიანის ინტელექტი არასდროს არ არის ისეთი პროდუქტიული, როდესაც მისი წყარო შინაგანი შთაგონებაა და არა გარეგანი შემეცნება. თუმცა არასოდეს უნდა იქნას უარყოფილი გარეგანი შემეცნების და ტექნიკების გამოყენება!

უდავოდ გაჩნდება შეკითხვა: რა არის ის შინაგანი? სული? არსი (ლოგოსი)? იქნებ ინტელექტია? იქნებ ეს ის ცოდნაა, რომელიც გარედან მოდის? როგორ უნდა მოვიპოვოთ? რა ტექნიკა არსებობს? რამე სპეციფიკურია? მოძღვარს მივმართო? ჩვენი დღევანდელი მსჯელობა არ ემსახურება ამაზე დეტალურ საუბარს და ღრმა ანალიზს, თუმცა მის ფუნდამენტს შევეხებით.

როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ სანამ სხვა რამის ანუ პროფესიის დაუფლებას დაიწყებს ადამიანი, სანამ მიუწვდომელს წაეპოტინება სადღაც იქ , სანამ შორს მჭვრეტელობაში გაწაფვას დაიწყებს არ იქნება ურიგო ყველაფერი ძალიან ახლოდან დაიწყოს!

ადამიანმა უნდა შეისწავლოს ერთი: ის რაც ძალიან ახლოს აქვს, ანუ შეისწავლოს თავისი სხეული და შემდეგ სხვა რამის სხეული. ვთქვათ, პროფესიის „სხეული"(შინაარსი არსი). შენს სხეულს და სხვა სხეულს შორის განსხვავება საწყის ეტაპზე არის ის რომ „ის" გარეთ სადღაც იქ არის და შენ აქ ხარ. ორი: ჯერ საკუთარ სიღრმეში ჩავიდეს ნაცვლად შორს მჭვრეტელობისა. მექანიზმის შორს მჭვრეტელობისა და სიღრმეში ხედვისა ერთი და იგივე ვექტორია უბრალოდ განსვავებული. სანამ შორს გავიხედავ სხვა ანუ გარე მიმართულებით, ჩემი ხედვა მივმართო არა გარეთ, არამედ შიგნით, აქ და ახლა! ნაზარეველი ამბობს „ მოივაჭრეთ დრონი."

ურიგო არ იქნებოდა დაგვესვა კითხვა, რატომ? იმიტომ, რომ რეალური ვარ მე და ჩემი სხეული აქ და ახლაა ასევე და ჩემი არსი, რომელსაც ვიკვლევ ჩაღრმავებით აქ და ახლაა და არა იქ, რომლისთვის „შორს" მჭვრეტელობა მჭირდება. თუმცა შევძლებ რა ჩავიხედო აქ და ახლა სიღრმეში ეს მეხმარება გავიხედო იქ და შორს. ჩაღრმავების უნარს მოაქვს შორს მჭვრეტელობა, გონებას მიმართულების ვექტორი არ აინტერესებს. ეს ფიზიკური ყოფიერების აღქმებია ტვინისმიერი! ამასთან, ჩემი უნარები ექვმდებარება სიღრმის კვლევას, რადგან უმცირესი ენერგიით შემიძლია მთელი ძალისხმევით ვისწავლო ჩაღრმავება აქ, ახლა! ზემოთ მოცემული მსჯელობა გვაიძულებს გავიგოთ დროის შინაარსი. დროის არსი! ამაზე სხვა მსჯელობას განვავითარებთ.

ახლა კი გავაგრძელოთ….

თუ ვსწავლობ, პირველ რიგში, ჩემს სხეულს, ამასთანავე ჩემი ყოფის სიღრმეს მოდით დავარქვათ სული (თუნდაც აუხსნელის პრესპექტივიდან) ე.ი მე ვსწავლობ ჩემს ყოფის საფუძვლებს და ვიგებ ჩემს მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი იმის მნიშვნელობას, რაც ჩემს ირგვლივაა. ანუ ვიყურები რა სიღრმეში და ვხედავ სიცოცხლეს , ადამიანს თავისი მნიშვნელობით, მე უკვე შემიძლია გავიხედო შორს (შორსგავიჭვრიტო) და დავინახო სხვა ადამიანის, სხვა ცოცხალის მნიშვნელობა! ძალიან მარტივად ხდება ამის გაცნობიერება თუ სწორად დაალაგებთ თანმიმდევრობას ! მერე ვხვდები, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც ჩემს იგვლივ ხდება, რადგან ის მოქმედებს ჩემზე … მნიშვნელოვანია ბუნება, ადამიანები, ცხოველები, ციური სხეულები, რადგან როდესაც ვიყურები შიგნით, როდესაც ვაკვირდები ჩემს სხეულს, მის რეაქციებს და სულს ანუ ჩემი შინაგანი ყოფის სიმშვიდის რეზონასს, შემდგომ ამისა მოვლენების მსვლელობა და მათი რეალური მოქმედების ამპლიტუდა ბევრად უფრო ცხადია ჩემთვის, ვიდრე მაშინ, როდესაც მხოლოდ მათ შინაარსს ვაკვირდები ანუ როცა ვაკვირდები გარე ფაქტორებს!

და … მე ვხვდები, რომ მე არ ვარ მხოლოდ მე არამედ, შენ ვარ, მე თქვენ ვარ, და მე ვარ ის საიდანაც მოვედი, რაც ვარ, და საითაც მივდივარ, ერთდროულად ერთი (ფიზიკური სხეული აქ და ახლა) ცალკე აღებული შინაგანად ყველაფერი ვარ! ანუ მე, შენ, ის ცალკე სრულყოფილი ფორმებია, აქ და იქ სხვა ადგილია მაგრამ უნდა გავიგოთ ეს რატომ არის ასე. იმიტომ, რომ მათ ყოფს ერთმანეთისაგან საკუთარი გარეგანი ფორმები და მიმართულებები. შესაბამისად, ყოველივე, რაც დაყოფილია მისი ფიზიკური შეზღუდვიდან გამომდინარე და დანაწევრებულია. უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის გამოხატვის ფორმები და არა ამ გამოხატვის შინაარსი, არსი. ის კიდევ სხვა რამ არის, რადგან მისგან გამოდის ყოველი არსი და ის ერთია, მთლიანია, რომელშიც ყველა ვიღებთ სათავეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი პროფესია ყოველი ადამიანი, ყოველი ორგანული თუ არაორგანული ემსახურება ერთს, სიცოცხლეს. მისი გამოხატული ფორმების კეთილდღეობას და სიცოცხლის გამოხატვის თავისუფლებასა და მნიშვნელობას. ყველაფერი მისი (სიცოცხლის, ღმერთის, ენერგიის, შივას ოდინის და ა.შ) გამოვლინებაა და მანიფესტაცია, მაგრამ არასრულყოფილი. კეთილი, ნუ მიიღებთ ამ სიტყვას არასრულყოფილებას, როგორც დაუსრულებლობას ან ნაკლოვანს, არამედ პირიქით, ყოველი ქმნილება სრულყოფილია, მაგრამ მიზეზი ანუ რისგანაც თავად იშვა სრულყოფილად ვერ გამოხატავს მას, რისგანაც წამოვიდა და არც არის საჭირო , რადგან სამყაროში ყოველი ეს იძლევა მრავალფეროვნებას.

მაშ ისევ საწყისს ვუბრუნდებით. რა უნდა გავიგო?

მე უნდა გავიგო საკუთარ თავზე დაკვირვებით , საკუთარ სხეულზე დაკვირვებით და სიღრმეში ჩახედვით.

რა არის განსხვავებების შინაარსი, რა არის ფიზიკური ყოფის შინაარსი და მექანიზმი და ისიც, რომ მარტო სხეული არ ვარ. ანუ თავის მხრივ მე ვიგებ თუ რა არის ფიზიკური ყოფის მიღმიერი, ანუ ის, რაც ყველაფერს აერთიანებს და ქმნის ამ ჰარმონიას. როდესაც ამოხსნი ჰარმონიულობის მექანიზმს ყველაფერი, რაც განსხვავებული, აბსოლიტურად აღქმული და გაგებული იქნება სხვგვარად, ვიდრე მანამ სანამ არ შეგეძლოთ გაგეგოთ თითოეული განსხვავებულის ურთიერთგადაკვეთის წერტილი. მერე დააკვირდები ამ განსხვავებულ საგნებს და მათ სხვაობაში იპოვნი ერთიანობას. მიხვდები თითოეული განსხვავებულის მოქმედების მექანიზმს. გაარჩევ უპირველესი ზრუნვის საგანს!

პროფესიული განათლების არსიც იგივეა! პირველ რიგში, უნდა დავსვა შეკითხვა ვინ ვარ მე.

ანუ მე ჩემ მიერ გაცნობიერებულ სამყაროში უნდა მოვათავსო ჩემი ფიზიკური სოციალური აქტივობის გამომხატველი მდგომარეობა ანუ პროფესია(მდგომარეობა). ეს აუციელებელია, რადგან, შესაძლოა, თქვენი ქმედება იყოს წინააღდეგობრივი სიცოცხლისა, თუმცა თქვენ არ უწყოდეთ ამის შესახებ! შემდგომ ხვდები, რომ რა პროფესიასაც არ უნდა ირჩევდე აბსოლუტურად ყველა ერთსა და იმავეს უნდა აკეთებდეს ანუ პოულობდეს საკუთარ თავში სხვისგან, როგორც განმასხვავებელ ზედაპირულ გამომხატველობით მხოლოდ და მხოლოდ ნიშნებს, ანუ როგორც მე მხოლოდ ვიზუალურად, ხასიათით განვსხვავდები სხვა ადამიანისაგან და უნდა ესმოდეს მისი სიღრმისეული ერთიანობა სამყაროსთან და სხვა პროფესიებთან! არ აქვს მნიშვნელობა ექიმი ხარ, იურისტი, აქრიტექტორი, მუსიკოსი თუ ასე შემდეგ.
მოდით სამყაროსთან ერთი მხრივ ერთიანობის და მეორე მხრივ ამ სამყაროში საგნების განსხვავებულობის პერსპექტივიდან განვიხილოთ ნებისმიერი პროფესია.

ავიღით მედიცინა…

როდესაც სხეულს სწავლობ შეუძლებელია მხოლოდ მისი ერთი ნაწილის შესწავლა, რადგან, ამ შემთხვევაში, თქვენ დარჩებით მხოლოდ იქ, სადაც იპოვით განსხვავებას და ვერ იპოვით ერთიანი მოქმედების მექანიზმს.ვერც მის შინაარს გაიგებ და მით უმეტეს ვერ უმკურნალებ. ეს კი თავის მხრივ შექმნის სირთულეს თქვენ ჩამოყალიბდეთ სერიოზულ პროფესიონალად რადგან ეს იქნება მხოლოდ გონების ილუზია, რომ თქვენ იცით! მესმის, რომ საზოგადოება იძლევა ტყუილის საშუალებას, რადგან მასაც არ ესმის სიღრმე და ცოდნის შინაარსი მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ცოდნის ანუ აბსოლიტური ცოდნის მექანიზმზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია განათლებასთან. ნუ მოგატყუებთ ის ფაქტი, რომ თქვენი ცოდნით სხვას ატყუებთ ! ესწრაფვეთ აბსოლიტურ ცოდნას! (არამომგებინია ფინანსურად, მაგრამ ყოფიერების ნამდვილად სხვა დონეა ).

სანამ გავაგრძელებ მსეჯლობას, მინდა განათლებას და ცოდნას შორის განსხვავება ვიპოვოთ. მე შეიძლება ვიცოდე (ცოდნა მქონდეს) განმასხვავებელი ნიშნების შესახებ ზედაპირზე ანუ როგორ განსხვავდებიან კულტურები ერთმანეთისაგან, ამ კულტურის ხალხის კანის ფერი როგორია, ყველა ანთროპოლიგიურ ნიშანი, თუმცა არ მესმოდეს რა კავშირია და რა ღრმა კავშირია, რა ერთობაა ამ ადამიანების მიღმა ანუ აუხსნელსა და მარადიულზე არ მქონდეს მგრძნობელობა. ასევე, შესაბამისად, შეიძლება არ გესმოდეს რა კავშირია ადამიანს, კალმისტარს და ფეხსაცმელს შორის და, შესაბამისად, რა არის ტრანსფორმაცია! განათლება არის მდგომარეობა, როდესაც შენი ყოფითი შინაარსი იმდენად ჰარმონიულია სამყაროსთან, რომ შენი ყოველგვარის განსხვავების საფუძველი იცი, გესმის მისი შინაარსი და არ ხარ წინააღმდეგობრივი. განათლება არ არის ის, რომ თვალი დახუჭო განსხვავებაზე იმ პრესპექტივით, რომ ბოროტი არ გამოჩნდე. (ეს მლიქვნელობაა, ანუ ცოდნა, რომელიც არ დგას განათლებაზე). განათლება არის მდგომარეობა თვალი გაახილო ყველა განსხვავებულ მოვლენაზე და მიიღო, როგორც სიცოცხლის გამოვლინება და არ დარჩე წინააღმდეგობრივი სამყაროსთან.

ანუ, დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ: განათლებულ მკვლელეს, მჩაგვრელს, შეურაცხმყოფელს ვერ იპოვით, მაგრამ ნაკითხი და მცოდნე მკვლელებით, მძარცველებით,მჩაგვრელებით სავსეა სამყარო.

პირდაპირ თუ ირიბად ჩვენ პროფესიული ცოდნის შინაარსააც შევეხეთ.ისევ მედიცინას თუ დავუბრუნდებით მაშინ ცხადზე ცხადი ხდება ფაქტი, რომ პანკრეტიტის მკურნალობა ან არტერიული მაღალი წნევის რეგულირება სიმპოტომურად ვერ მოხდება. ეს ვითომ გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ეს რომ შეასრულოთ თქვენ გჭირდებათ ჯერ განათლება და მერე ცოდნა.მაგრამ ეს საკმარისი არ არის პანკრეატიტის სამკურნალოდ განათლების პერსპექტივიდან. განათლების არსი, რომელიც მკაცრად კომპლექსურია გულისხმობს არა მხოლოდ მთლიანი სხეულის კვლევას, არამედ მკურნალობის და კვლევის ეთიკურ და მორალურ მხარეს. გულისხმობს ამ ადამიანის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობისადმი ინტერესის გაჩენას. შესაბამისად, როდესაც პროფესიანლიზმზე ვსაუბრობთ და გვინდა ვიყოთ ექიმები ჩვენ არა მხოლოდ მთელ ორგანიზმს ვსწავლობთ, ვსწავლობთ ორგანიზმის გარემოში ყოფის შედეგად მიღებულ სიკეთესა თუ სიავეს, სოციალურ ეკონომიურ მდგრომარებას და გავდივარ მის კოსმიური კუთვნილების მექანიზმებზე.

ჩვენ გვასწავლეს, რომ თუ განათლებას მიიღებთ კარგი სახლ-კარი გექნებათ, კარგი მანქანა და ასე შემდეგ… მაგრამ განათლებას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც ჩამოვთვალე და თუმცა არც უარყოფს მას. განათლებას შეუძლია მოგცეთ სიცოცხლეთ სავსე ყოფა ფულით და ფულის გარეშე. თუმც,ა თქვენ შეიძლება გქონდეთ ფინანასები თქვენი პროფესიით და ცოდნით, მაგრამ თქვენ არ იცოდეთ სინამდვილეში არაფერი. უფრო მეტიც და იყოთ წინააღდეგობრივი საკუთარი ყოფის წინაშე. ანუ განათლებაზე დაფუძნებული შემეცნება ეს არის უსასრულო დაუსრულებელი, პროცესი, განათლება ეს არის სიცოცხლის მექანიზმის დაშვება საკუთარ ცნობიერში, რომელი აღარაფერს ეძებს, იგი თვით მყოფადია და მხოლოდ ისღა დარჩენია გმოავლინოს თავისი ყოვლის მომცევლი ჰარმონიული შინაარსი.
ამიტომ ცოდნის მიღებამდე მნიშვნელოვანია ადამიანი განათლებით დაინტერესდეს, რომ მისი ცოდნა იყოს უსაზღვროდ უკიდეგანო! და თქვენ ამისთვის არც ფული გჭირდებათ და არც მასწავლებელი, არც ჰარვარდი და არც ოქსფორდი. თქვენ გჭირდებათ თქვენი თავი. მისი შესწავლა!

გისურვებთ წარმატებებეს და ბოლოს გამარჯვებას ამ ფრიად სასიამოვნოდ მოწყობილ სამყაროში! სადაც არაფერია, გარდა სიკეთისა!

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი
შოთა თედორაძე

© "სამოქალაქო დარბაზი"
civichallgeorgia@gmail.com
Made on
Tilda