არ არსებობს ხმა, რომელიც უმნიშვნელოა, რადგან, სწორედ ერთი მოქალაქის სიტყვის დაცვას შეუძლია დემოკრატიის დაცვა! ჩვენი მეგობრის, მეზობლის, კოლეგის ან ჩვენი თავისუფალი არჩევანის დაცვით იწყება იდეალებისა და ქვეყნის ერთგულება, რადგან თუ ახლა არ დავიცავთ მას, ხვალ ჩვენ ვიქნებით დაუცველები!
არჩევნებზე ხმის მიცემა ფარულად, დაშინების გარეშე და ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლენა ეს არის საკუთარი თავისადმი, ისტორიისადმი, კანონისადმი, ქვეყნისა და ერთმანეთის მიმართ მოვალეობის შესრულება, რომელიც ხვალ ჩემს, თქვენს და სხვების მომავალს განსაზღვრავს!