მარტყოფი
ლიკა თუთაშვილი
მარტყოფი უძველესი სოფელია, მას დიდი ისტორია აქვს მათ შორის მის სახელსაც, ასურელ მამას ანტონ მარტყოფელს უკავშირდება. სოფელს რაც შეეხება მისი კიდევ უფრო განვითარება შესაძლებელია თუ ამას ხალხი მოინდომებს. მარტყოფში არ არის მხოლოდ ერთი პრობლემა, თუნდაც რიყე რომელიც დაბინძურებულია და ხშირად გვაწუხებს ნაგვის არასასიამოვნო სუნი. მით უმეტეს, როცა იქ საქონელი ჩადის დიდი რისკია ვირუსის აკიდებისა. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ ადგილის დასუფთავება.

ამ რიყეს უყურადღებოდ ტოვებს მოსახლეობა და ვფიქრობ რომ ასე აღარ უნდა გაგრძელდეს, დროა შეიცვალოს ეს ყველაფერი. შესაძლებელია ისეთი რამ გაკეთდეს, რაც საფრთხეს მოსახლეობას არ შეუქმნის და მეტად საინტეროს გახდის ამ ადგილს. აქვე მნიშვნელოვანია ხალხის ინფორმირება რიყესთან დაკავშირებით. ამ მაგალითზე დაყრდნობით გეტყვით სათქმელს - თუ რატომ გავამახვილე ყურადღება რიყეზე. საქონელი რომელიც ბალახით იკვებება ამ რიყეში ჩადის (რომელიც დაბინძურებულია) და ამის შემდეგ კი მისგან ჩვენ რძეს ვიღებთ. არ არის გამორიცხული, რომ რაიმე დაავადება აიკიდოს ადამიანმა. კიდევ ერთი რამ რაზეც ყურადღება არის გასამახვილებელი ეს არის კულტურის სახლი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელია და რესტავრაციას საჭიროებს. უბრალოდ არავინაა ისეთი, რომ მას მიხედოს - ისე შედიან და გამოდიან რომ კულტურის სახლის დირექტორსაც კი შიში აქვს რაიმე არ მოიპარონ ეზოში. არც დაცვაა, ნარკომანებიც კი იქ მიდიან და საერთოდ, დანაგვიანებულია იქაურობა. როცა ჩვენ, მარტყოფის ახალგაზრდულმა ჯგუფმა, დავასუფთავეთ - იქ ვიპოვეთ მკვდარი ძაღლი და შპრიცები. ბოლოს და ბოლოს კულტურის სახლია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. არავინ ზრუნავს ამაზე. შიგნით კი ისეთი სიტუაციაა, რომ ლამის ჩამოინგრეს. ესეც შესაცვლელია. რესტავრაციაც აუცილებელია. ძველი ინტერიერია, თუმცა არაფერი განსაკუთრებული და ამ კულტურის სახლში კარგი იქნებოდა რომ საინტერესო წრეები იყოს: როგორიცაა თექა, ბატიკა, გობელენი, მინანქარი... უფუნქციოა ფაქტიურად და არაფერი საინტერესო არ ხდება. წიგნებიც კი ბევრია შესაძენი, რომელიც კულტურის სახლს არ აქვს. ნორმალური პატრონია საჭირო და ვიდეოკამერები დასამონტაჟებელი. საყურადღებოა წყლის პრობლემაც. წყლის პრობლემა სერიოზული პრობლემაა ჩვენ სოფელში. მოსახლეობა უკმაყოფილოა. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა არ უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც წყლის რესურსი საკმაოდაა.
Made on
Tilda