,,სამოქალაქო დარბაზის" შემოდგომის მაცნე
რისი გაკეთება მოვასწარით ამ შემოდგომაზე? გაეცანით ჩვენ მაცნეს
,,სამოქალაქო დარბაზმა" შემოდგომის თვეებში პანდემიის და შეზღუდვების პირობებში გააგრძელა საქმიანობა. გაეცანით ჩვენ საქმიანობას - ,,სამოქალაქო დარბაზის" შემოდგომის მაცნეში:



~
სექტემბრის ბოლოს მცხეთის რაიონში გაიმართა ,,სამოქალაქო დარბაზის" სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განხილული იყო მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.
~
"დაიცავი შენი ხმა" პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა „ახალგაზრდები დემოკრატიული არჩევნებისთვის" ფარგლებში ,,სამოქალაქო დარბაზის" მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით წინასაარჩევნოდ გატარდა სხავდასხვა ტიპის ღონისძიება: აჭარაში ონლაინ და პირდაპირი შეხვედრებით მოხდა ამომრჩეველთა ინფორმირება პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებთან. აგრეთვე, მოხდა არჩევნებთან დაკავშირებული სხვა საკითხების მიმოხილვა, ვიდეორგოლების და ინფორმატული პოსტერების დამზადება და საზოგადოებისთვის გაზიარება. დარბაზის ჟურნალში ,,პაიდეა" გამოქვეყნდა არჩევნებთან დაკავშირებული რამდენიმე სტატია. პროექტს კოორდინაციას უწევდნენ ,,სამოქალაქო დარბაზის" წევრები ლია დეკანაძე, გიორგი რიჟვაძე და ავთო შერვაშიძე.



~
,,სამოქალაქო დარაბზის ჟურნალ ,,პაიდეა"-ში გამოქვეყნდა არაერთი სტატია სხვადასხვა საკითხზე. ასევე, ნოემბრიდან ამოქმედდა პოდკასტი, რომელიც დარბაზის თანადამფუძნებლის, ალექსანდრე ქავთარაძის აუდიო ჩანაწერებს მოიცავს, სათაურით: ,,წარსულის აჩრდილები: ის, რაც დავკარგეთ".





~
სოფელ ზინობიანში ზინო სილიკაშვილის სკულპტურის და თანდართული საინფორმაციო დაფის დადგმის ფარგლებში, ,,კავკასიური სახლის" მოწვევით ,,სამოქალაქო დარბაზის" თანადამფუძნებელმა, ალექსანდრე ქავთარაძემ წაიკითხა მოხსენება ,,კავკასიის ალბანეთსა და უდიებზე".

,,კავკასიური სახლის" მხარდაჭერით აგრეთვე დამზადდა მოკლე შემეცნებითი ვიდეო, სოფელი ზინობიანის დამაარსებლის და საქართველოში მცხოვრები უდიების პირველი რწმუნებულის, ზინობი სილიკაშვილის შესახებ (ქართულად და ინგლისურად).
~
ერეკლე II-ის 300 წლის იუბილეს ფარგლებში ორგანიზება გავუკეთეთ მეფე ერეკლესადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას გავაცანით მის ეპოქასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მოწვევით დარბაზის თანადამფუძნებელმა, ალექსანდრე ქავთარაძემ წაიკითხა მოხსენება: ,,ერეკლე მეფე და მისი მრავალფეროვანი სამეფო".



~
,,სამოქალაქო დარბაზის" გუნდმა შემოდგომაზე განაგრძო საზოგადოებისთვის ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. ამასთან დაკავშირებით, ნოემბერში ჩვენ გვქონდა კვირეული ,,საქართველოს გერმანელები", რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის მხარდაჭერით ,,სამოქალაქო დარბაზის" გუნდის წევრებმა ლაკო გამყრელიძემ და თეო გონიაშვილმა მოამზადეს რამდენიმე წუთიანი შემეცნებითი ვიდეო XIX საუკუნეში საქართველოში დასახლებულ გერმანელებზე. ამავე თვის ბოლოს, ჩვენ დავიწყეთ შემდეგი კვირეული, რომელიც საქართველოს ეზიდურ თემს ეხება.



27 ნოემბერს ,,სამოქალაქო დარბაზის" წარმომადგენლებმა ალექსანდრე ქავთარაძემ და გიორგი რიჟვაძემ, გადაცემა ,,ჩემი ხმის" პირდაპირ ეთერში ისაუბრეს ,,სამოქალაქო დარბაზის" საქმიანობის შესახებ.



Made on
Tilda