წარმოსახვის უძვირფასესი გამოვლინებაა ფენტეზი და ადამიანური გამოცდილების უნიკალური გააზრებაა სამეცნიერო ფანტასტიკა, თავისი მომავლის მოლოდინებითა და იმედებით.
ტერი პრაჩეტმა შექმნა სამყარო, რომელიც ეყრდნობა ოთხ სპილოს, რომლებიც თავის მხრივ გიგანტური კუს ბაკანზე დგანან და დიდი ატუინი უსასრულობაში მიცურავს. და ამ სრულიად წარმოუდგენელ და არალოგიკურ კონტექსტში მოყვა ადამიანური ამბები, იმდენად ადამიანური ემოციები, იმდენად ყოველდღიური გამოცდილებები, როგორების გადმოცემაც მხოლოდ მაშინ შეიძლება მთელი სიცხადით, როცა სამყარო კუსა და ოთხ სპილოზეა შემოდებული.
პრაჩეტის „Hogfather"-ში ასეთი დიალოგია სიუზანსა და სიკვდილს შორის (სიკვდილი ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია ვინც კი შექმნილა მთელი ლიტერატურის ისტორიაში ჩემი მოკრძალებული აზრით და ასევე საუკეთესოა მათ შორის ვინც კი ოდესმე შეიქმნება).
- კარგი, - თქვა სიუზანმა. - სულელი არ ვარ. ამბობ, რომ ადამიანებს... წარმოსახვა სჭირდებათ, რომ სიცოცხლე ასატანი იყოს.
-მართლა? ვითომ სამკურნალო აბია, არა? არა. ადამიანებს წარმოსახვა სჭირდებათ იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ. რომ იყვნენ ადგილი, სადაც დაცემულ ანგელოზი განვითარებულ მაიმუნს ხვდება.
.....
დიახ. პრაქტიკისთვის, იმისთვის რომ ისწავლო როგორ დაიჯერო, ჯერ პატარა ტყუილებით უნდა დაიწყო (მაგ. კბილის ფერია, სანტა..)
- რომ შემდეგ დიდი ტყუილების დაჯერება შევძლოთ?
- დიახ. სამართლიანობა, მოწყალება, ვალდებულება. და ასეთები.
- მაგრამ ეგ ხომ სულ სხვა რამეა!
- ასე ფიქრობ? აიღე სამყარო და დაფქვი, აქციე ფქვილად, ყველაზე დახვეწილ საცერში გაატარე და მაჩვენე სამართლიანობის ერთი ატომი მაინც, გულმოწყალების ერთი მოლეკულა. და მაინც - სიკვდილმა ხელი აიქნია - და მაინც, ისე იქცევით, თითქოს რაღაც ზებუნებრივი წესრიგი არსებობდეს სამყაროში, თითქოს რაღაც.. სიმართლე არსებობდეს სამყაროში, რომლის მიხედვითაც შეიძლება განსჯა.
- ჰო, მაგრამ ხალხს უნდა სჯეროდეს ამისი, თორემ რა აზრი...
- ზუსტად მაგას ვამბობ.
(თარგმანი რა თქმა უნდა, იდეალური არ არის მაგრამ აქვე პატარა ვიდეოკლიპია ზუსტად ამ დიალოგისა)