ზემოთ აღნიშნულის ფონზე თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობები სერიოზულად დაიძაბა. კონგრესის მიერ მიღებული სანქციების პაკეტი პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა დაამტკიცოს. ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის პრესპიკერი და მრჩეველი იბრაჰიმ ქალინი აცხადებს: „ეს (სანქციები) ჩვენთვის S-400-ის თავდაცვითი სისტემის ყიდვასა და გამოყენებაში წინაღობა ვერ იქნება. ამას აშკარად ვაცხადებ. ანუ კონგრესში ეს პროექტი მიიღება თუ არ მიიღება ან რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ S-400-თან დაკავშირებული პროცესი გაგრძელდება." (Euronews)
სენატორებმა ქრის ვან ჰოლენმა და ლინდსი გრაჰამმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს გაუგზავნეს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მათი მოთმინება უკვე ამოწურულია, თურქეთისადმი სანქციების დაწესება და სხვა ქყვეყნებისათვის „საშიში სიგნალის" ჩვენება უნდა გაგრძელდეს. (Euronews)
თურქეთი საპასუხოდ იმუქრება არამხოლოდ ინჯირლიკის ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვით, არამედ ახლა უკვე ქურეჯიქში მდებარე ამერიკულ სარადარო ბაზასავ გადასწვდა. საბერძნეთი აშშ-ს ალტერნატივას სთავაზობს და აფართოვებს ამერიკელთა სამხედრო ყოფნას.