რთულია, დღეს დაიცვა ბალანსი. რთულია , აიღო სწორი გეზი განსაკუთრები მაშინ, როცა პრობლემის არსი, მისი კომპლექსურობა და სირთულე რეალურად გასიგრძეგანებულიც არ აქვს ადამიანს. ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ დღეს განსაკუთრებით რთულია გლობალური მენეჯმენტის წარმოება მაშინ, როდესაც პოპულაციის ზრდის მზარდი ტრენდი ისევ ზემოთ მიიწევს. აღსანიშნავია ფაქტი ცვალებადობის ტემპი, ტექნოლოგიურმა აღმასვლამ, ცვალებადობა საკმაოდ მასშტაბური და სწრაფი გახადა გლობალურ დონეზე, რაც თავის მხრივ მასზე ადეკვატურ რეაქციას რთულს ხდის.
მნიშნელოვანია გლობალური ტრენდების გააზრება კონკრეტული ლოკალური პრობლემის გააზრებისას რათა გვესმოდეს თუ რისი ნაწილი ვართ და რა გამოსავალი ან შესაძლო გართულებები არსებობდეს.
მოდით კორონა ვირუსის პანდემიას სხვა პანდემიების ფონზე გადავხედოთ და გავიმეოროთ მთავარი შეკითხვა. რა უნდა ვისწავლოთ პანედმიისაგან. ?
PLAGUE OF JUSTINIAN (541-542) and THE BLACK DEATH (1346-1353)
იუსტინიანეს ჭირი და შავი სიკვდილი
542 წელს ეს ინფექცია კონსტანტინოპოლში იუსტინიანეს ჭირის სახელით გამოჩნდა და შემდეგ სხვა პროვინციებშიც . ვირუსი ჩინეთიდან, ინდოეთის ჩრდილო–აღმოსავლეთით დაიძრა და შემდგომ მთელს მსოფლიოს მოედო. ინფექციის გავრცელების გზები იყო ინფიცირებული პროდუქტი, მღრღნელი (თაგვი) და ადამიანი. ამ პერიოდში წარმოებულმა ომებმა ხელი შეუწყო ინფექციის გვარცელებას ჯარისკაცების და საომარი მოწყობილობების ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის გამო. მოგვიანებით ძვლიდან აღებულმა მასალამ უჩვენა, რომ იგი ძალიან ჰგავდა ევროპაში მე–14 საუკუნეში შემდგომში დაფიქსირებულ შავ ჭირს, რომელმაც მაშინ მთლიანი მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი გაანადგურა. იგი ხასიათდებოდა ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებით, ტემპერატურით და გამონაყრით კანზე. 225 წლის განმავლობაში მოგზაურობდა იუსტინიანეს ჭირიი მთელს დედამიწაზე, ინფექცია მოგზაურობდა იქამდის სადამდისაც ადამიანს გემი, ქარავანი და იარაღი მიუწვდებოდა.
სტატისტიკურად ორივე ინფექციამ დროის სხვა და სხვა მონაკვეთში ორასი მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
THIRD CHOLERA PANDEMIC (1852–1860)
ქოლერის მესამე პანდემია.
ახლა ქოლერა გავიხსენოთ ჩვენი არც თუ ისე შეორეული წარსულიდან. ქოლერა მე–19 საუკუნეში დასრულებულ ინფექციად არის ცნობილი. ინდოეთია მისი სამშბლო და მის ანგარიშზე ერთი მილიონი ადამიანის სიკვდილია. მან მე–19 საუკუნეში მესამედ შეახსენა თავი კაცობრიობას და საკმაოდ დასამახსოვრებლად. მოიცვა აზია, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და აფრიკა. სწორედ ამ წლებში ბრიტანელი ექიმის სახელი ჯონ სნოუ (John Snow) ოქროს ასოებით ჩაიწერა ისტორიაში. მან იპოვა ინფექციის გავრცელების წყარო და ეს დაბინძურებული წყალი იყო. სწორედ წყალგაყვანილობის სისტემის მოგვარებით ბრიტანეთიდან დაიწყო ქოლერასთან ბრძოლა და მისი მავნებლობის დასასრულიც. თუმცა, საინტერესო არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემებით ის ფაქტი, რომ ქოლერა ჯერ კიდევ აქტუალურია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ეთიოპია,კენია, ბანგლადეში, კონგო,ნიგერია, უგანდა,იემენი, ზამბია. ქოლერა დღესაც 2.9 მილიონ ადამიანს აინფიცირებს ყოველწლიურად საიდანაც ლეტალობა 95,000 –ია. დაავადებას 47 ქვეყანაში აქვს ენდემური სახე! ინფეციის გავრცელების წყარო კლიმატური ცვლილებებია, პოპულაციის ინტენსიური ზრდა, დაუსრულებელი პოლიტიკური კოფლიქტები, ჯანდაცვის სისტემის არა ხელმისაწვდომობა.(3)
FLU PANDEMIC H1N1 (1918)
ცხელება.
ქრონოლოგიურად არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ჩვენს წინაშეა ყველასთვის კარგად ცნობილი H 1 N 1. იგი პირველად ამერიკაში გაზაფხულზე ჯარისკაცს დაუდასტურდა. დღეის მონაცემებით ვირუსით ინფიცირდა 500 მილიონი ადამიანი საიდანაც 50 მილიონი გარდაიცვალა . კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 675,000. ინფექციამ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოავლინა სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი. ჯანრთელ ადამიანებში 20–40 წლამდე ასევე მაღალი იყო სიკვდილის მაჩვენებელი და 65 წლის ასაკის ზემოთ. დღემდე უცნობია თუ რა პირობებში მოხდა აღნიშნული ვირუსის გენური მუტაცია, რომელმაც ასეთი დაუნდობელი და მკაცრი ვირულეტობა გამოავლინა პოპულაციაში. მასთან ბრძოლისთვის გამოყენებული იყო არაწამლისმიერი მკურნალობის გზები, კარანტინი, ფეზინფექცია, პერსონალური ჰიგიენა. (4)
ASIAN FLU (1956-1958)
აზიური ცხელება.
იგი ქრონოლოგიის მიხედვით 30 წლის შემდეგ გამოჩნდა და წინ უძღოდა ჰონგ გკონგის ცხელებას, რომელმაც 1968 წელს გამოჩნდა ასპარეზზე. რა თქმა უნდა ორივეს შემთხვევაში, რამოდენიმე მილიონი ადამიანის ლეტალობა დაფიქსირდა და თხრობას ამ მიმართულებით აღარ გავაგრძელებ, რადგან საკმარისად გამოიკვეთა ვირუსის მოულოდნელი წარმოშობის გზები, რომლის განსაზღვრა შეუძლებელია, ასევე ამ ვირუსის ვირულენტობის შედეგები, მათი გავრცელების გზები და მკურნალობის გზები. ჩვენ არ შევხებივართ მკურნალობის მეთოდებს თუმცა აუცილებლად შევეხებით მას თუმცა ზედაპირულად რადგან ჩვენი მთავარი მიზანი კომპლექსურობის არსის გაგებაა რომელსაც შეუძია მასშტაბური მსხვერპლი აგვარიდოს.
ზემოთ მოცემული ქრონოლოგია არ მოიცავს ყველა პანდემიას მათი რაოდენობა ბევრად დიდია. თუმცა დროა ისევ გავიმეოროთ მათავარი შეკითხვა.