“პაიდეიას” ცნება მოდის ძველი საბერძნეთიდან. ის ადამიანის იდეალურ განვითარებას აღწერს და ნიშნავს მუდმივ ევოლუციას, რომლის პროცესშიც კრიტიკული აზროვნების და ჯანსაღი კომუნიკაციის წახალისებით აქტიური მოქალაქეები ყალიბდებიან, შინაარსიანი და გააზრებული ცხოვრების წესით.
პარალელურად, “პაიდეია “ მოიცავს ადამიანის ფიზიკურ განვითარებას და ემსახურება ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებას. სწორედ ესაა ჩვენი “პაიდეიას” მისიაც !
ჩვენი ღირებულებები ემყარება სეკეთეს, გულწრფელობას, პატივისცემას და თანაგრძნობას. გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი იმსახურებს ღირსებითა და სიყვარულით მოპყრობას. სწორედ ამიტომ, პროგრესული რესურსების გამოყენებით ჩვენ შევქმენით ბედნიერი, წამახალისებელი და უსაფრთხო გარემო..
“პაიდეიაში” ყველა ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს და განივითაროს მისი უსაზღვრო პოტენციალი, რათა თავისი უნიკალურობა აჩვენოს სამყაროს!

ჩვენი სერვისები

თამარაშვილის ქუჩა 13ჟ, I სადარბაზო, ბინა 1, (დომუსი, იპოდრომი II), თბილისი, საქართველო

დაგვიკავშირდით

გამოიყენეთ ეს ფორმა ჩვენთან კავშირისთვის. ჩვენი გუნდი მზად არის უპასუხოს ნებისმიერ თქვენ შეკითხვას.