ყოველი ჩვენგანი დედამიწის ზურგზე იმდენად უნიკალურია, რომ იდენტური თითის ანაბეჭდებიც კი არ არსებობს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, გვიჭირს საკუთარ თავში ამ მოცემულობის დანახვა, რაც იწვევს განცდას, რომ არასრულყოფილები ვართ და აუცილებლად უნდა შევქმნათ საინტერესო პერსონაჟი, რომლის უკან დავიმალებით.
“თვითგამოხატვის ხელოვნების” მასტერკლასი გვეხმარება საკუთარი უნიკალური მახასიათებლების აღმოჩენაში, გადააზრებასა და მის პრაქტიკაში გამოყენებაში.
მასტერკლასი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს.
მასტერკლასის მიზანი:
• კურსის მიზანია თითოეულმა მონაწილემ აღმოაჩინოს და გაიაზროს პერსონალური შემოქმედებითი უნარჩვევები.
• ისწავლოს თვითგამოხატვის, თანატოლებთან და სამყაროსთან კომუნიკაციის ახალი ენა.
• განივითაროს თავდაჯერებულობა, აზრებისა და ემოციების გამოხატვის ჯანსაღი ფორმა.
პროცესი:
• პრაქტიკული შემოქმედებითი სავარჯიშოები.
• მრგვალი მაგიდის პრინციპით თითოეული ეტაპის სირთულის გაანალიზება, განხილვა.
• სუნთქვისა და პლასტიკის სავარჯიშოები.
შედეგი:
თითოეული მონაწილე იძენს:
• საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უნარს.
• ინფორმაციის, ემოციებისა და იდეების მიღება – გაცემის სისტემას.
• გახსნილობისა და სანდოობის უნარს.
• ემოციურად რთულ დავალებებთან გამკლავების უნარს.
ასაკობრივი შეზღუდვა – 8-18 წლამდე
საცდელი გაკვეთილი
- ყოველ ოთხშაბათს (8-12 წლამდე) 18:00
- ყოველ პარასკევს (13-18 წლამდე) 18:00
6 კლასიანი კურსი
- ყოველ ოთხშაბათს (8-12 წლამდე) 18:00
- ყოველ პარასკევს (13-18 წლამდე) 18:00