ჯანსაღი ცხოვრება იწყება აქ

Your journey to a healthier you starts here

დაჯავშნაფასები

რადჰა იოგა

ჩვენი კლასები

ჩვენი მასწავლებლები

ნინო კუხალაშვილი
ნინო კუხალაშვილიიოგის მასწავლებელი

იოგას შემთხვევით დავუბრუნდი რამდენიმე წლის წინ. მეგობარმა იოგას თავისი მასწავლებელი გამაცნო ინდოეთიდან. მან კვლავ გააღვივა ჩემში ინტერესი ამ დისციპლინისადმი და დამარწმუნა, რომ შესაძლებელია ხერხემლის გაუსაძლის ტკივილებთან გამკლავება.

2020 წელს დავამთავრე ღრმა გაწელვების და სუნთქვის ქოუჩის ონლაინ კურსები Yogabody Teachers College-ში. ასევე გავიარე ონლაინ კურსი “აიურვედა და თანამედროვე მეცნიერება” დოქტორ ჯონ დულიარდთან. ამ ყველაფერმა უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია ჩემში, რომ ღრმად შემესწავლა იოგა და მისი ფილოსოფია. 2022 წლის თებერვალში გავემგზავრე ტაილანდში ჰათჰა ვინიასა იოგას მასწავლებლის 200 საათიანი კურსის გასავლელად Path of Yoga School-ში. ახლახანს, ინდოეთში, ქ. რიშიკეშში გავიარე დამატებითი კურსი იოგას მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

იოგამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ჩემი შეხედულება ბევრ საკითხზე. ეს უძველესი ტრადიცია ჩემი არსებობის განუყრელი ნაწილი გახდა. მან მაქცია მწყურვალ ადამიანად, რომელიც მუდამ ახლის ძიებაშია. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ახალი სირთულეების დაძლევა, დაკვირვება გონებისა და სხეულის, სუნთქვისა და მოძრაობის კავშირზე.

მსიამოვნებს მუშაობა ადამიანებთან, დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი და სასურველი შედეგის მისაღწევად: ღრმად ჩაიძირონ ჯერ ფიზიკურ, შემდეგ კი ენერგეტიკულ და ემოციურ ფენებში, გათავისუფლდნენ არასაჭირო ღელვისა თუ სტრესებისგან, აღმოაჩინონ სიახლეები საკუთარ თავში.

ვერიკო სხირტლაძე
ვერიკო სხირტლაძეიოგის მასწავლებელი

წლები რომ გავიდა, დავამთავრე მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტი, მერე 5 შვილი შემეძინა, ამასთან ერთად, შემექმნა ხერხემლის პრობლემები. ჯერ ძალიან ძლიერი ტკივილები მქონდა   წელის არეში, შემდეგ ვეღარ დავდიოდი და შემეშინდა, რომ სამუდამოდ ჩავვარდებოდი ლოგინად.

ეს მოხდა 10 წლის წინ და მაშინ 40 წლის ვიყავი. მივხვდი, რომ წამლებით მკურნალობას ეფექტი არ ექნებოდა. გავიდა ერთი თვე, მეორე და გადავწყვიტე, რომ თვითონ უნდა ვუშველო ჩემს თავს.

დავიწყე ძალიან მარტივი ვარჯიშები ლოგინში, თან ძალიან დასუსტებული ვიყავი. ნელ-ნელა ვამატებდი მოძრაობებს, ვეძებდი, რომელი სჯობია ჩემთვის.  როცა  ფეხზე დავდექი და გავიარე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.

ასევე შევნიშნე, რომ ვარჯიში არ უნდა გამოვტოვო, თუ არ მინდა ტკივილის დაბრუნება. მადლიერი ვარ, რომ ნებისყოფა მეყო!

სულ მახსენდებოდა მამაჩემი. ის არ მასწავლიდა რატომღაც, თუმცა თვითონ იოგათი იყო დაკავებული.  მაინტერესებდა იოგას სამყარო, მაგრამ  არ მქონდა არც დრო, არც საშულება  ამისთვის. სად გამეგო მეტი, არ ვიცოდი.

ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა შვილმა გამომიგზავნა ლინქი საქართველოს იოგა ფედერაციის გიორგი ბერძენიშვილის ინსტრუქტორთა კურსის შესახებ. ჩემთვის მინდოდა და მერე მივხვდი, რომ არა მარტო…

ფიზიკური და სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარება  იყო ჯანმრთელი , მშვიდი და დაბალანსებული. თუ ჩაუღრმავდები და წაყვები იოგას პრინციპებს,  დაეუფლები მათ, ბევრ რამეში დაგეხმარება.  ყველაზე საშინელ სიტუაციაშიც  კი, იმედს დაინახავ და გაგრძელებას შეძლებ.

ეს დავინახე ჩემ გზაზე და ამიტომ მჯერა, რომ შეგიძლია გაიუმჯობესო ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, გახდე ბედნიერი და სხვას გადასცე სიკეთე და სიყვარული.

მინდა გაგიზიაროთ ეს ცოდნა და დაგანახოთ იოგას სიკეთე.

ფასები

12 კლასიანი პაკეტი (60 წუთი)

200ლარიერთი თვე
  • ეს პაკეტი უნდა გამოიყენოთ ერთი თვის განვალობაში

8 კლასიანი პაკეტი (60 წუთი)

160ლარიერთი თვე
  • ეს პაკეტი უნდა გამოიყენოთ ერთი თვის განვალობაში

ერთი კლასი (60 წუთი)

35ლარი60 წუთი

პოსტნატალური იოგა.

კლასის ხანგრძლივობა – 60 წუთი

პოსტნატალური იოგა 4 კლასიანი პაკეტი (60 წუთი)

140ლარიერთი თვე
  • ეს პაკეტი უნდა გამოიყენოთ ერთი თვის განვალობაში

პოსტნატალური იოგა ერთი კლასი (60 წუთი)

50ლარი60 წუთი

პერსონალური გაკვეთილი.

კლასის ხანგრძლივობა – 60 წუთი

12 ინდივიდუალური კლასის პაკეტი (60 წუთი)

660ლარიერთი თვე

8 ინდივიდუალური კლასის პაკეტი (60 წუთი)

480ლარიერთი თვე
  • დაგვიკავშირდით ფასდაკლების კოდის მისაღებად!
  • ეს პაკეტი უნდა გამოიყენოთ ერთი თვის განვალობაში

ერთი ინდივიდუალური კლასი (60 წუთი)

100ლარი60 წუთი

ჩვენს შესახებ

დაეუფლეთ  იოგას უძველეს ხელოვნებას  მყუდრო და კეთილგანწყობილ გარემოში ჩვენი გამოცდილი ინსტრუქტორების დახმარებით.

Radha Yoga სტუდია გთავაზობთ მრავალფეროვანი კლასების არჩევანს, როგორიცაა ჰათჰა და აშტანგა იოგა, თერაპიული იოგა, კლასები ფეხმძიმეებისთვის, პოსტნატალური იოგა, სუნთქვის კლასები, იოგა ბავშვებისთვის და სხვა.

თუ გსურთ  ფიზიკურად  გაძლიერდეთ, მეტად მოქნილი გახდეთ, უბრალოდ ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდიოთ, ან სულაც შინაგანი შფოთვისა და   დაძაბულობისგან განთავისუფლდეთ, შემოგვიერთდით  და განიცადეთ იოგას ტრანსფორმაციული ძალა ჩვენს  თბილ და მეგობრულ გარემოში.

ჩვენი ადგილმდებარეობა: თამარაშვილის ქუჩა 13ჟ, I სადარბაზო, ბინა 1, (დომუსი, იპოდრომი II), თბილისი, საქართველო

დაგვიკავშირდით

გამოიყენეთ ეს ფორმა ჩვენთან კავშირისთვის. ჩვენი გუნდი მზად არის უპასუხოს ნებისმიერ თქვენ შეკითხვას.