ქეთევან ტრაპაიძე
ქეთევან ტრაპაიძემენტორი
კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

კინო საკუთარი თავის და ჩვენს გარშემო ყოველივეს შეცნობის უნივერსალური გზაა – მისი წყალობით ყველგან, სადაც კი კინოზე მსჯელობის ტრადიცია არსებობს, ახალი თაობა (და არა მხოლოდ), აღარ იმყოფება ურთიერთსაწინააღმდეგო განცდების ბუნებრივი წნეხის ქვეშ.

მე ვარ კინომცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. უკვე 30 წელია რაც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი.
მიხარია, რომ „პაიდეიას“ გუნდს შემოვუერთდი, სადაც საშუალება მექნება კინოხელოვნებით დაინტერესებულ მოზარდებს და ასევე უფროსებს კინოს დიდი და ნამდვილი ძალა ვაჩვენო.

ჩვენ ერთად ვნახავთ, დროდადრო წავიკითხავთ და ვისაუბრებთ იმის შესახებ, რაც ნამდვილად გვაკლია – მარტოობის, სიყვარულის, უსამართლობის და მრავალი სხვა განცდის შესახებ განზოგადებული, სიმართლისშემცველი ცოდნის და გამოცდილების მიღება, რაც მხოლოდ პირდაპირი საუბრებით მიიღწევა.

ამ შეხვედრებს ურთიერთობის ყველაზე ღრმა, სიტყვიერ დონეზე წარვმართავთ და განვიხილავთ მხოლოდ იმ ფილმებს, რომელმაც დიდი ხანია, რაც მსოფლიოში რამდენიმე თაობის ურთიერთობა შეცვალა სამყაროსთან, გარემოცვასთან, გრძნობებთან მიმართებაში.

შეხვედრები რამდენიმე ეტაპად იყოფა და ყოველი ორი შეხვედრის შემდეგ, ვისაუბრებთ შედეგებზე – რა და როგორ გავიაზრეთ, შევიცვალეთ თუ არა დამოკიდებულება რაიმეს მიმართ, რა ხდება ჩვენს ემოციურ არსში.

ერთჯერადი

3500ლარი2 საათი
  • ყოველ ორშაბათს (ზრდასრულებისთვის) 19:00
  • ყოველ ხუთშაბათს (ოჯახური კინო შეხვედრები) 19:00

4 კლასი

12000ლარითვე
  • ყოველ ორშაბათს (ზრდასრულებისთვის) 19:00
  • ყოველ ხუთშაბათს (ოჯახური კინო შეხვედრები) 19:00

* 2 ადამინზე მეტი ჯავშნის შემთხვევაში ვრცელდება დამატებითი ფასდაკლება 10%

ჩვენი ზრდასრული ცხოვრების ამოსაცნობად, სინამდვილის და არსებულის გასაგებად, გთავაზობთ ახალ პროგრამას სრულიად განახლებული თემატური მოცულობით, შეხვედრებზე კინოსივრცეში, სადაც ურთიერთობის და ღია ანალიტიკური საუბრების ფონზე, მოულოდნელი სინამდვილის დანახვა, ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს.
ჩვენ წარმოგიდგენთ დიდი კინოს ირგვლივ შეხვედრებს, პირველი ეტაპის თემებზე:
·         ფანჯარა კარის მაგივრად – რას მალავს, ჩვენი  სიმშვიდე
(ესპანური კინოშედევრები)
·         რამდენიმე მსახიობის ერთი გმირი. რატომ ეძებს დიდი კინო მარტოობის თემას.
·         შემოქმედი თუ შემსრულებეული – სად ცოცხლობს ამადეუსი.
·         ,,არა მხოლოდ ფარვანა, არამედ შემგუებლები და მორბენალნი“ – ყველა ხასიათის ორი გზა ეკრანიდან, ჩვენამდე.
·         ახალი, ან უახლესი, ჩვენი ცხოვრების გზაზე – ტყუილი და მისი სიკეთე, იტალიური კინოს ნათელ ისტორიაში.
·         შიში – არაფერია შიშნარევ წარსულზე იოლად გასაქრობი – ზღაპრის ბოლოსიტყვაობის ნაცვლად. (ჰიჩკოკი და ბარტონის ,,მთვლემარე ველი“ ჩვენს ეკრანზე).
·         დაძლიე გზა, სიყვარულიდან შეცნობამდე – სკანდინავიური კინოს მითები.
·         ეკრანიზაცია – ინტერპრეტაციის და წარმოსახვის სხვადასხვაობა, კინოს შედევრებში.
·         სანახობა და სათქმელი – რას ვამბობთ და როგორ ვხედავთ. (კორეა – აზიური სიზმარი)
1 – იაპონური ანიმე
წარსულიდან მოსული ჰარმონიის ძიებაში, მოზარდები, ბავშვები და მშობლები, ჩვენთან ერთად, ანიმეს ნამდვილი არსის შეცნობას შეძლებენ. ამ სამყაროში ერთ-ერთი “ხანდაზმული“ კომიქსის – იაპონური მანგას, კარიკატურებიდან საიდუმლოებათა ამოცნობის თემებამდე, მისი, როგორც ჟანრის, შედევრებში. იმისთვის, რათა ნებისმიერი სიმართლე აღიქვან მოზარდებმა, იგი უნდა შეიცნონ უფროსებმაც და პირიქით – მშობლები და უფროსები სინამდვილეს მოზარდებისგან სწავლობენ – ეს არის მანგას და ანიმეს, თითქოს ერთი შეხედვით მარტივი გამოსახულების და მაყურებელთან ურთიერთობის ფორმა.
ჰაიაო და გორო მიაძაკების ჯადოსნური იაპონური ანიმაცია, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებისა და ცნობილი ნაწარმოებების მოტივებზეა აგებული, რაც ახალი თავგადასავლების დასაწყისად იქცა. მიაძაკის ანიმემ დღევანდელობის მთავარი პრობლემები მოიცვა. იგი ტყის, ცხოველების, აჩრდილების სამყაროსთან ურთიერთობით შიშის სინდრომს აქარწყლებს და უკვალოდ აქრობს. ანიმე, ასევე, სათავაგადასავლო მისტიკით, სამყაროში, უფროსებისა და ბავშვების ნამდვილ დარდს, სიცოცხლითა და სიყვარულის საშუალებით ებრძვის.
2- ქართული ანიმაცია
მულტფილმები ისტორიულ ნიშად ქცეულ ათწლეულებში, ერის ნაციონალურ თავისებურებად ქცეული კულტურა, ვიზუალური ხელოვნება, ყოველთვის ინარჩუნებს საკუთარ თავს, თუ ის რთულ ეპოქაში არსებობს, ცოცხლობს და სუნთქავს. ასეთად დაიბადა ქართული ანიმაცია, რომელმაც შედევრები, უცნობი მეტაფორები და უფროსი თაობისთვის გასაგები სინამდვილე შექმნა საუკუნის წინ. მთელი თავისი რთული ისტორიის მანძილზე, ქართულ ანიმაციას ჯარისკაცებივით იცავდნენ ის ადამიანები, ვინც მხოლოდ ხატვით და რეჟისურით უნდა ყოფილიყო დაკავებული. ასეთი იყო ათწლეულები – სტუდიის გახსნა-დახურვა, ბრძოლა ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, ცენზურასთან ორაზროვნად მოსაუბრე რეჟისორები, საიდუმლოდ შენახული სცენარები და ლაღი პერსონაჟები, რომლებიც სინამდვილეში იცავდნენ ჩვენს ბავშვობას ბევრი უსამართლობისაგან.
ქართულმა ანიმაციამ ისე იომა, როგორც თავგანწირულმა მეომარმა, საკუთარი პიროვნულობის შესანარჩუნებლად. ამასთანავე, სწორედ მან, საერთაშორისო სათქმელად ქცეულმა ფილმმა ,,ჭირი“, კანის გრან-პრი მოიპოვა, როდესაც მარადიულ საშიშროებას შეუტია. “სხვა კინო” გაგაცნობთ უამრავ უცნობ ამბავს ნაცნობ პერსონაჟებში, ფილმებსა და საუბრებს სიმართლის შესახებ.