ქეთევან ტრაპაიძე
ქეთევან ტრაპაიძემენტორი
კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

კინო საკუთარი თავის და ჩვენს გარშემო ყოველივეს შეცნობის უნივერსალური გზაა – მისი წყალობით ყველგან, სადაც კი კინოზე მსჯელობის ტრადიცია არსებობს, ახალი თაობა (და არა მხოლოდ), აღარ იმყოფება ურთიერთსაწინააღმდეგო განცდების ბუნებრივი წნეხის ქვეშ.

მე ვარ კინომცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. უკვე 30 წელია რაც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი.
მიხარია, რომ „პაიდეიას“ გუნდს შემოვუერთდი, სადაც საშუალება მექნება კინოხელოვნებით დაინტერესებულ მოზარდებს და ასევე უფროსებს კინოს დიდი და ნამდვილი ძალა ვაჩვენო.

ჩვენ ერთად ვნახავთ, დროდადრო წავიკითხავთ და ვისაუბრებთ იმის შესახებ, რაც ნამდვილად გვაკლია – მარტოობის, სიყვარულის, უსამართლობის და მრავალი სხვა განცდის შესახებ განზოგადებული, სიმართლისშემცველი ცოდნის და გამოცდილების მიღება, რაც მხოლოდ პირდაპირი საუბრებით მიიღწევა.

ამ შეხვედრებს ურთიერთობის ყველაზე ღრმა, სიტყვიერ დონეზე წარვმართავთ და განვიხილავთ მხოლოდ იმ ფილმებს, რომელმაც დიდი ხანია, რაც მსოფლიოში რამდენიმე თაობის ურთიერთობა შეცვალა სამყაროსთან, გარემოცვასთან, გრძნობებთან მიმართებაში.

შეხვედრები რამდენიმე ეტაპად იყოფა და ყოველი ორი შეხვედრის შემდეგ, ვისაუბრებთ შედეგებზე – რა და როგორ გავიაზრეთ, შევიცვალეთ თუ არა დამოკიდებულება რაიმეს მიმართ, რა ხდება ჩვენს ემოციურ არსში.

ერთჯერადი

5500ლარი2.5 -3 საათი
  • ყოველ ორშაბათს (12+) 18:00

4 კლასი

20000ლარითვე
  • ყოველ ორშაბათს (12+) 18:00