Paideia

HERITAGE SUMMER CAMP
& PAIDEIA

ორი კვირა ბრიტანული განათლების, ტრადიციებისა და დაუვიწყარი გამოცდილების სამყაროში.

  • 2 კვირა
  • მხოლოდ 60 ბავშვი
  • SUNNINGDALE SCHOOL

HERITAGE SUMMER CAMP & PAIDEIA თქვენს შვილებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ორი კვირის განმავლობაში იცხოვრონ, ისწავლონ და დაისვენონ საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ბრიტანულ სკოლა-პანსიონში — შეიგრძნონ მისი ყოველდღიური ცხოვრება, გაეცნონ ბრიტანულ საგანმანათლებლო კულტურას და შეიძინონ ახალი ცოდნა, გამოცდილება და მეგობრები.

HERITAGE SUMMER CAMP-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი განსაკუთრებული, ოჯახური და თბილი გარემოა, რომელიც ბუნებრიობით, მზრუნველობითა და ინდივიდუალური მიდგომით გამოირჩევა. ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფი თავად წარმოადგენს სკოლა-პანსიონის მმართველ გუნდს, რომელსაც აკადემიური დირექტორი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ბანაკი ბავშვებს მასპინძლობს არა უბრალოდ სკოლის ტერიტორიაზე, არამედ მის ავთენტურ აკადემიურ და სოციალურ გარემოში. ბანაკის მასპინძელია SUNNINGDALE SCHOOL — ოჯახური მართვის ტრადიციის მქონე ბრიტანული ვაჟთა სკოლა-პანსიონი (Family-run Boys’ Boarding Preparatory School). ეს ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ შეიგრძნონ ტრადიციულ ბრიტანულ სკოლა-პანსიონში ცხოვრების ყოველდღიურობა და მიიღონ გამოცდილება, რომელიც ჩვეულებრივი საზაფხულო ბანაკის ფარგლებს სცდება.

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს საპრეზენტაციო ბუკლეტს.

დაინტერესებული მშობლებისთვის ასევე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ბანაკის ორგანიზატორებთან. შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამის, აკადემიური მიმართულების და ბანაკის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, ასევე დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.

კონტაქტი
Scroll to Top