Paideia

კითხვა

ბავშვებისთვის ხმამაღლა წაკითხვაზე მნიშვნელოვანი ცოტა რამაა. ის არა მხოლოდ მათი განვითარებისთვის საუკეთესო საშუალება, არამედ ძალიან სახალისო აქტივობაა. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?

“მოსაუბრე წიგნების” კლუბის უმთავრესი მიზანი ბავშვებში წიგნში ნაამბობის გააზრება/ გაგების უნარ-ჩვევების განვითარებაა, რომელიც მათთვის ხმამაღლა კითხვით მიიღწევა, რადგან ის:

1

ბავშვებს აძლევს საშუალებას, მოისმინონ ნაამბობი, რომლის დამოუკიდებლად წაკითხვა მათ არ შეუძლიათ- მაგალითად წიგნები უცხო ლექსიკით, რომელიც გაამდიდრებს მათ სასაუბრო ენას;

2

უფროსის მიერ წაკითხულის მოსმენა ბავშვებისთვის თავისუფალი კითხვის საუკეთესო მაგალითია. ეს მათ საშუალებას აძლევს დააკვირდნენ, თუ როგორ აცოცხლებს გამოცდილი მკითხველი ექსპრესიული კითხვის მეშვეობით ფურცელზე დატანილ სიტყვებს;

3

ის ქმნის საუკეთესო პირობებს წიგნში მოთხრობილის გარშემო საუბრებისთვის, საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და მათი გადმოცემისთვის, ასევე ხელს შეუწყობს ერთად კითხვისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად საუკეთესო მიზანია.

წიგნები ასაკის მიხედვით

რას ვკითხულობთ

9 წიგნი · დააჭირეთ სათაურს აღწერის სანახავად

ზღაპარი, რომელიც გვასწავლის , თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეს იყო გამორჩეული სხვებისგან; არასდროს დაკარგო ინდივიდუალურობა, გჯეროდეს საკუთარი თავის, საკუთარი ძალების. ეს კი დაგეხმარება რომ გარე სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობა მეტად საინტერესო და სიხარულის მომტანი გახადო.

რატომ ვუკითხავთ ხმამაღლა ბავშვებს წიგნებს

  • ხელს ვუწყობთ მონათხრობის ღრმად გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარებს
  • ვასწავლით სიუჟეტზე დაკვირვებას და მასში განვითარებული მოვლენების ჯაჭვის აღქმას
  • საშუალებას ვაძლევთ აქტიურად ჩაერთონ მოსმენილის გაგების პროცესში, რაც სისტემატური პრაქტიკის შედეგად, მყარ უნარად გამოიჩენს თავს დამოუკიდებელი კითხვისას;
  • წიგნის გმირების მეშვეობით ვაცნობთ განსხვავებული ხასიათის თვისებებს, ემოციებს და იდეებს
  • ვამდიდრებთ სასაუბრო ენას გამორჩეული ლექსიკით, რომელიც იშვიათად ესმით სახლში და სკოლაში, რითაც ხელს ვუწყობთ მეტყველების სისხარტეს
  • ვამდიდრებთ სმენით ლექსიკას, რომელიც შემდგომ, ბუნებრივად გააძლიერებს დამოუკიდებელი კითხვისა და წერის ლექსიკონს.
  • ვუბიძგებთ ღია, ცოცხალი საუბრებისკენ, რომელიც წაკითხულის შინაარსის გააზრების, აღქმის და გაგების ეფექტური საშუალებაა.
  • ვაძლიერებთ მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის უნარებს;
  • ვაღვივებთ ფანტაზიის და წარმოსახვის უნარებს;
  • ვასწავლით ექსპრესიულ კითხვას, რომელიც ასევე ექსპრესიული კითხვის მოსმენით მიიღწევა;
  • ვაჩვევთ მოსმენის ხელოვნებას და კრიტიკულ აზროვნებას;

გაიცანით ჩვენი მენტორები

ადამიანები, რომლებიც ბავშვებს ხმამაღლა უკითხავენ და მათთან ერთად საუბრობენ.

მენტორები
Scroll to Top