მასტერკლასის მიზანი:
გავაცნოთ და შევაყვაროთ ბავშვებს კლასიკური ნაწარმოებები, ვამოგზაუროთ ზღაპარში და ახლოს გავაცნოთ სხვადასხვა გმირები. მასტერკლასი დაეხმარება ბაშვებს ფანტაზიის უნარის განვითარებაში და ჯანსაღი აზროვნების, კეთილგანწყობის, ემპათიის გრძნობის ჩამოყალიბებაში.
პროცესი:
• ზღაპრის კითხვა ( გახმოვანება, გათამაშება).
• თამაშში ჩართულობა ( ინდივიდუალურად ან ჯგუფურად) მოცემული მასალის და სიუჟეტის მიხედვით.
• მუსიკის თანხლებით გრძნობების და ემოციების ცნობა, შეცნობა.
• აქტივობა ( ხატვა, ცეკვა) ინტერაქცია კითხვა -პასუხის რეჟიმში
შედეგი:
ნებისმიერ ბავშვს უნდა სწამდეს ოცნებების ახდენის და სურვილების ასრულების შესაძლებლობების სჯეროდეს!
ზღაპარი ეს არის ჟანრი, რომელიც გაჩნდა რეალურ ცხოვრებაზე დაკვირვების საფუძველზე. იგი ასახავს ცხოვრების ყველაზე განსხვავებულ ასპექტებს, მოგვითხრობს სხვადასხვა პერსონაჟებზე, ჯადოსნურ ცხოველებზე, რომლის თხრობის ენაც აკმაყოფილებს ბავშვების საჭიროებებს, პასუხს სცემს მათ მუდმივ კითხვებს სამყაროს შესახებ.
საბოლოო ჯამში, კი ყალიბდება ჯანსაღი აზროვნება, კეთილგანწყობა, ემპათიის გრძნობა. ისინი თანაზიარნი ხდებიან სხვა პერსონაჟების და შესაბამისად, ადამიანების მიმართ, მარტივად ადაპტირდებიან სოციუმში.
ასაკობრივი შეზღუდვა – 4-12 წლამდე
ერთჯერადი
- ყოველ სამშაბათს (4-6 წლამდე) 17:00
- ყოველ ხუთშაბათს (7-10 წლამდე) 17:00
- ყოველ პარასკევს (11-12 წლამდე) 17:00
6 კლასი
- ყოველ სამშაბათს (4-6 წლამდე) 17:00
- ყოველ ხუთშაბათს (7-10 წლამდე) 17:00
- ყოველ პარასკევს (11-12 წლამდე) 17:00
*და-ძმაზე ფასდაკლება 10%
1. ზღაპარი, რომელიც გვასწავლის , თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეს იყო გამორჩეული სხვებისგან; არასდროს დაკარგო ინდივიდუალურობა, გჯეროდეს საკუთარი თავის, საკუთარი ძალების. ეს კი დაგეხმარება რომ გარე სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობა მეტად საინტერესო და სიხარულის მომტანი გახადო.
2. ვეცნობით ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი ინგლისელი ლაურეატის , რადიარდ კიპლინგის ერთ-ერთ ლიტერატურულ საგანძურს, რომელშიც ყველაზე ცნობისმოყვარე ბავშვების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებს მოისმენთ. ეს ისტორიები კი ისეთი დამაჯერებელია,შეიძლება უფროსებსაც კი გაუჭირდეთ სიმართლის-ტყუილისგან გარჩევა.
3. ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი უმთავრესი ნიმუშის მეშვეობით ვსწავლობთ, თუ რას ნიშნავს უპირობო მეგობრობა, რომელიც ფათერაკებით სავსე გზას უშიშრად გაგატარებს და სიხარულის შეგრძნებით გაძლიერებულს სამშვიდობოს გაგიყვანს.
დაგვეხმარება გავიაზროთ , თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობრობა; რას ვითხოვთ ერთმანეთისგან, როგორ გვესმის ერთგულება; არის თუ არა თავდადება მეგობრობის დამადასტურებელი ნიშანი და სად იმალება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
4. ამართლებს კი დასახული მიზანი მის მისაღწევად გამოყენებულ ყოველგვარ საშუალებას?
ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გასაცემად წავიკითხავთ ზღაპარს, რომელიც სიკეთის და კარგი საქციელის ფასის გააზრებაში დაგვეხმარება. დაგვანახებს ტყუილის, როგორც ერთ-ერთი ხრიკის, გამოყენების წარუმატებლობას. დაგვარწუნებს, რომ სიყვარულს და მეგობრობას უდიდესი, ჯადოსნური ძალა აქვს, რასაც თოჯინის ადამიანად გადაქცევა შეუძლია.
5. რა არის შენთვის სიყვარული, რამდენი ხანი შეგიძლია ელოდო? რამდენი ზღვა, მთა და ქვეყანა შეგიძლია გადაიარო მის მოსაძებნად. რამდენ ძალისხმევას, ენერგიას, შრომას და ნებისყოფას ითხოვს საყვარელი ადამიანის დაბრუნება,როდესაც ნებით თუ უნებლიედ, ჩნდებიან უცხო ადამიანები და იტაცებენ მათ შენგან შორს, ძალიან შორს.. როგორ მთავრდება კეთილი სიყვარულის ზღაპარი, თუკი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად არაფერს დაიშურებ.
6. როგორ ფიქრობ, სიკეთე გადამდებია?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან იოლია, თუ წაკითხული ზღაპრის პერსონაჟებს შორის მეგობრობის გამოცდილებას გავიაზრებთ და შევაფასებთ. დავინახავთ, თუ როგორი იშვიათი და არჩვეულებრივი შემართებით უმკლავდებიან ისინი სხვადასხვა გამოწვევებს. ამაში კი მათ, ყოველდღიურ, თუნდაც ძალიან მარტივ გამოცდილებაში , მადლიერების, სიხარულისა და ბედნიერების აღმოჩენის უნარი ეხმარებათ.
7.თუ გგონია, რომ დაბადებიდანვე ყოჩაღი შეიძლება იყო, ვფიქრობთ, რომ ცდები. კეთილი საქმეების თამამად შესასრულებლად ჯან-ღონეა საჭირო. მის მოსაპოვებლად კი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა აუცილებელი, რომელიც პირველ რიგში, მხოლოდ შენი პასუხისმგებლობაა. სისუფთავე და ჰიგიენის წესების დაცვა ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჯანმრთელნი კი ადვილად გავუმკლავდებით გამოწვევებს და დღეც უფრო იღბლიანად ჩაივლის. თუ როგორ გაძლიერდა ზღაპრის მთავარი გმირი და რა სირთულეები გადალახა მან , “ მოსაუბრე წიგნების”კლუბში შევიტყობთ.
8. ხალასი და გულწრფელი, ბავშვური სიცელქით გამორჩეული უფროსების ოინბაზობა ხშირად მათ არასასიამოვნო, დამცინავ იარლიყსაც კი ჰკიდებს. მაგალითად, მათზე შეიძლება მეზობლებმა თქვან, რომ შერეკილიაო. თუმცა, ხალხი იმდენ რამეს ამბობს, აღარ იცი რას დაუჯერო. ამიტომ, უმჯობესია ჩვენთან ერთად გავეცნოთ ასეთ უჩვეულო პერსონაჟს და თავად გადავწყვიტოთ თუ სად გადის ზღვარი ბავშვობასა და ზრდასრულ ასაკს შორის და დავფიქრდეთ : ბავშვობაში რაღაც გვეპატიება და დიდობაში რაღაც უკვე აღარ?
1.როგორი შესანიშნავი უნარია, არა, როცა თავისუფალი დროისგან გულწრფელ სიამოვნებას იღებ? იმიტომ , რომ შეგიძლია ის მხიარულებით, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ჟინით და ახლის აღმოჩენის სურვილით აავსო. მითუმეტეს, როცა ყოველდღიური რუტინა არამარტო თავს გაბეზრებს და შენდა უნებურად გიბიძგებს ირწმუნო , რომ უკვე ყველაფერი იცი, არამედ სკოლაში სიარულსაც კი ყველაზე ნაკლებად სასურველ საქმედ გადაგიქცევს. სამაგიეროდ, ბედნიერების მიზეზს ადვილად პოულობ მარტივ, თითქოსდა აზრს მოკლებულ ქმედებებში. მთავარია, ბედნიერების შეგრძნება თან გახლდეს ყველგან და ყველაფერში. თუ როგორ გამოიყურება ასეთი გამოცდილება, ძალიან ცნობილი და ყველასთვის ონავარი გოგონას მაგალითზე დავინახავთ და მასთან ერთად გავიზიარებთ სიხარულსა და სიკეთეს, რომელიც აღმოჩნდება, რომ თურმე ძალიან გადამდებია.
2.ვის არ გაუტარებია მთელი ზაფხული თანატოლებთან ერთად თავგადასავლების მოყოლაში?!რამდენჯერ წარმოგვიდგენია საკუთარი თავი ჯადოსნურ სამყაროში, უცნაური ბინადრების გარემოცვაში?! ზოგჯერ, იმდენად გასაგებია პერსონაჟების მოქმედების მორალური მოტივი და ლოგიკა, რომ შეიძლება საკუთარი თავი მათ ნაწილად მიიჩნიო. ხან კი პირიქით, კინოკადრივით აკვირდები მათ ქმედებას და ცდილობ გამოიცნო, რატომ იქცევიან ადამიანები ასე და არა სხვაგვარად. უმეტესწილად კი ხვდები, რომ ძალიან შორს, სხვა კონტინეტზე მცხოვრები ბავშვები სულაც არ განსხვავდებიან შენგან. მოდით, ერთად დავაკვირდეთ და ვიფიქროთ , თუ რა იწვევს ჩვენში გაკვირვებას, მიუღებლობას ან პირიქით, რაში ვართ მათთან სოლიდარული.
3. თუ გსურთ, ვიმოგზაუროთ უჩვეულო, უსაყვარლესი გმირებით დასახლებულ სამყაროში, რომლის თითოეული მაცხოვრებელი სახელითაც კი გამოხატავს თავის ზნესა და ქცევას , ერთად წავიკითხოთ ხასიათების მრავალფეროვნებით, ლაღი იუმორითა და ზომიერი ირონიით გამორჩეული ზღაპარი, რომელიც მყისიერად გააჩენს ჩვენში სხვისი თანაგრძნობისა და დახმარების სურვილს.
4. მსოფლიო შედევრად მიჩნეული, საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერილი წიგნი, რომელიც სამართლიანად შევიდა იმ წიგნების სიაში, ყველა სწავლულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ
მაინც რომ უნდა წაიკითხოს. დროისა და სივრცის, როგორც ერთი მთლიანი უწყვეტი კავშირის, და ასევე მასში მცხოვრები გმირების, ავტორის მიერ უნაკლო ოსტატობით დანახული თავგადასავალი, ძალიან უჩვეულო და მიმზიდველია, რომელიც წაკითხვის შემდეგ, დიდი ხნით აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში.
5. ამბავი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ძიძის შესახებ, რომელიც გულის სიღრმეში ყველას, ვინც კი მას იცნობს, შეუცვლელ შთაბეჭდილებას უტოვებს. ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო ძიძაა, მაგრამ, ასევე გულითადი მეგობარია, რომელიც ურყევი დისციპლინით გვასწავლის, რომ არჩევანი ჩვენზეა და ჩვენი ცხოვრების შემქმნელები თავად ჩვენ ვართ. აგრეთვე, საკუთარი მაგალითით გვაჩვენებს, რომ თანაგრძნობა ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭია, რომელიც ადამიანს ალამაზებს და აკეთილშობილებს.
6. გიოცნებია უფროსებთან, განსაკუთრებით შენთვის ყველაზე ძვირფას და ახლობელ ადამიანებთან მეგობრობაზე?
“რაზეა ეს წიგნი? “- კითხულობს თავად ავტორი და თავადვე გვპასუხობს:“დიდებისა და ბავშვების მეგობრობაზე. უბრალოდ სი-ყვა-რულ-ზეო” . იმასაც დასძენს , რომ “წიგნმა ბავშვებთან უნდა დააბრუნოს უფროსები, ბავშვებისთვის კი იმ თბილ და მყუდრო ფუღუროდ იქცეს, სადაც მივლენ და თავს ისე იგრძნობენ, როგორც მათივე პატარა ხელებით აგებულ შტაბშიო.“
7. თუ ოცნებების ახდენის გჯერა, მაშინ ჩვენთან წაკითხულის მოსმენა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია, თუკი ძლიერია ოცნების რეალობად ქცევის ჟინი.
ასაკის მატებასთან ერთად , ოცნებებიც ბევრად მიწიერდება და იშვიათად შემოგვხვდება ისეთი ადამიანი, ვისაც ზრდასრულ ასაკში სამყაროს ჯადოსნურობის სჯერა. მაგრამ მაინც , თუ შეხვდით ასეთ ადამიანს, რომელმაც სანუკვარი ოცნება აიხდინა, ხომ აუცილებლად გამოკითხავთ ყველაფერს? – თუ ცხოვრების ყოველ საფეხურზე როგორ უჭერდნენ მას ოჯახის წევრები მხარს, როგორ ამხნევებდნენ მეგობრები. ან იქნებ, სულაც არ ჰყოლია გვერდით არავინ? ან არის კი ის ბედნიერი თავისი სანუკვარი ოცნების ახდენით? მოდით, ამაზე ყველამ ერთად ვიფიქროთ…
8. არის ასეთი ქვეყანა ზღაპარში, სადაც პოეტი თუ არ მოგესალმება, სირცხვილად ითვლება; თუ გაქვს სურვილი მზეთუნახავი გახდე, მზეს უნდა მოარიდო თავი; შესაძლებელია ძილში გაიზარდო, თუ ზღაპრებს ფუნთუშებზე, მოშიშხინე ტაფებსა და ღვეზელებზე გიამბობენ; და სადაც უფლისწულმაც კი შეიძლება წკლიპურტი მიიღოს უშიშარი ბიჭისგან. ეს უჩვეულო ქვეყანა მის მაცხოვრებლებზე ბევრ საინტერესო ისტორიებს გვიყვება; გვასწავლის სიკეთის, სიყვარულის ფასს; გვაჯერებს , რომ როგორ წინააღმდეგობასაც არ უნდა გადააწყდე, შენს მიერ არჩეულ გზას არ უნდა გადაუხვიო; ბოროტებას უნდა შეებრძოლო, რადგან ამქვეყნად ყველაზე უფრო ძლიერი და უკიდეგანო სიკეთის ძალაა!
1. არსებობს წიგნები, რომლებიც უფროსების საკითხავად მოისაზრება, თუმცა ავტორი სწორედ ასეთი წიგნით გვასწავლის როგორ ვიყოთ უკეთესი დიდები. ეს ავტორის თავს გადამხდარი გულამაჩუყებელი ამბების კრებულია მარტოობასა და მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რომელიც დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა გმირის პირითაა მონათხრობი.
2.ყველასათვის საყვარელი ზღაპარი მრავლადაა გაჯერებული ჰუმანური და აღმზრდელობითი იდეებით. დედის უარმყოფელ, დამახინჯებულ ბიჭუნას უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება, რადგან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დედას პატიება სთხოვოს და მისგან შენდობა მიიღოს…ამპარტავნობა,სიბოროტე..მავნებლობა ის დამღუპველი თვისებებია, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გამოსცადოს. შველა და გამოსავალი ამ გრძნობების მიღება და გადააზრებაა, ადამიანურ ურთიერთობებზე მათი დამანგრეველი გავლენის თავიდან ასაცილებლად.
3 .ფენტეზის ჟანრის მისტიურობა განსაკუთრებით მომხიბლავია მისი იდუმალებითა და ჯადოსნურობით გაჯერებული თავგადასავლებით.
საოცარი სიმამაცის გოგონა შეიძლება შენი შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ მომიჯნავე ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს. იგი ახერხებს თავი დააღწიოს ბოროტებას და ამტკიცებს, რომ შიშის დაძლევა შესაძლებელია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის.
4.ყველაზე ცრუპენტელა ბარონის გაცნობის დროა. თან იცი, როგორ ცრუობს? წარბსაც რომ არ ხრის; ვერ გაარკვევ მართალს ყვება თუ მისი უშრეტი ფანტაზიის ნაყოფია ეს არაჩვეულებრივი თავგადასავლები. ზღვა ემოციებით და უნიკალური იუმორით სავსე ზღაპარი საუკეთესოდ ავითარებს ფანტაზიის უნარს.
5.ამ ზღაპარში მობინადრე სიყვარული მასშტაბურია. იგი არ ცნობს გარეგნულ განსხვავებებს, როგორც საზღვრებს. ამ სამყაროში არ ომობენ: მაქსიმუმ, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა გამოუცხადოს სისხლისმღვრელი ბრძოლა იქ მაცხოვრებლებს. ეს უცნაური არსებები სრულიად ადამიანურები არიან. ყველაზე უჩვეულო , უკარება და მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ. ზუსტად ჩვენნაირად განიცდიან, მაგრამ ისინი ჩვენზე ბევრად კეთილები არიან.
6.ამ ზღაპარში მკვეთრად იჩენს თავს მჭიდრო კავშირი გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიასა და ფოლკლორთან. ის ნათლად, ესთეტიური ენით აღწერს ადამიანის სიყვარულს ბუნებისა და თავისუფლების მიმართ, რაც საოცრად ამდიდრებს ადამიანის შინაგან სამყაროს და მას ბევრად ლმობიერსა და ემპათიურს ხდის.
7.ყოველი ახალი ეტაპი ცხოვრებაში , ან მოულოდნელი ცვლილება, ხშირ შემთხვევაში შიშს, სხვა მრავალ უარყოფით განცდას და საკუთარ თავის რწმენის კრიზისს იწვევს. თორმეტი წლის გოგონა, უცხო ქალაქში გადადის საცხოვრებლად, სადაც მას ახალი სკოლა და სრულიად უცნობი ადამიანები ელოდებიან…
მოდით, მასთან ერთად დავძლიოთ სხვადასხვა შიშები, რომელიც წინ გვეღობება და უმოწყალოდ აფერმკრთალებს ჩვენს ყოველდღიურობას.
8 .თქვენს წინაშეა ლეგენდარული გამომძიებელი და მისი ერთგული მეგობარი. მათი ძალიან საინტერესო და უზომოდ მიმზიდველი დეტექტიური თავგადასავლები მრავალი წლების განმავლობაში მკითხველმა ისე შეიყვარა, რომ ლონდონი , მათ მისამართზე, ყოველდღიურად მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ასობით წერილს იღებს.
ორი ლეგენდარული მეგობარი გენიალურად გამოგონილი გმირები არიან, რომელთა შესახებაც უნდა მოვისმინოთ, ვიკითხოთ ბევრი და მათთან ერთად გამოვიძიოთ ამოუხსნელი, ჩახლართული საქმეები.