მასტერკლასის მიზანი:
გავაცნოთ და შევაყვაროთ ბავშვებს კლასიკური ნაწარმოებები, ვამოგზაუროთ ზღაპარში და ახლოს გავაცნოთ სხვადასხვა გმირები. მასტერკლასი დაეხმარება ბაშვებს ფანტაზიის უნარის განვითარებაში და ჯანსაღი აზროვნების, კეთილგანწყობის, ემპათიის გრძნობის ჩამოყალიბებაში.
პროცესი:
• ზღაპრის კითხვა ( გახმოვანება, გათამაშება).
• თამაშში ჩართულობა ( ინდივიდუალურად ან ჯგუფურად) მოცემული მასალის და სიუჟეტის მიხედვით.
• მუსიკის თანხლებით გრძნობების და ემოციების ცნობა, შეცნობა.
• აქტივობა ( ხატვა, ცეკვა) ინტერაქცია კითხვა -პასუხის რეჟიმში
შედეგი:
ნებისმიერ ბავშვს უნდა სწამდეს ოცნებების ახდენის და სურვილების ასრულების შესაძლებლობების სჯეროდეს!
ზღაპარი ეს არის ჟანრი, რომელიც გაჩნდა რეალურ ცხოვრებაზე დაკვირვების საფუძველზე. იგი ასახავს ცხოვრების ყველაზე განსხვავებულ ასპექტებს, მოგვითხრობს სხვადასხვა პერსონაჟებზე, ჯადოსნურ ცხოველებზე, რომლის თხრობის ენაც აკმაყოფილებს ბავშვების საჭიროებებს, პასუხს სცემს მათ მუდმივ კითხვებს სამყაროს შესახებ.
საბოლოო ჯამში, კი ყალიბდება ჯანსაღი აზროვნება, კეთილგანწყობა, ემპათიის გრძნობა. ისინი თანაზიარნი ხდებიან სხვა პერსონაჟების და შესაბამისად, ადამიანების მიმართ, მარტივად ადაპტირდებიან სოციუმში.
ასაკობრივი შეზღუდვა – 4-10 წლამდე
ერთჯერადი
- ყოველ სამშაბათს (7-10 წლამდე) 17:00
- ყოველ შაბათს (4-6 წლამდე) 14:00
4 კლასი
- ყოველ სამშაბათს (7-10 წლამდე) 17:00
- ყოველ შაბათს (4-6 წლამდე) 14:00
ქრონომეტრაჟი (90 წუთი)
*ანიმაცია
*აქტივობა
*ინტერაქცია
*თამაში
(ასაკი 4-6 წელი)
1.“მახინჯი იხვის ჭუკი“-ჰანს ქრისტიან ანდერსენი
ზღაპარი იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეს იყო განსხვავებული სხვებისგან. არასდროს დაკარგო ინდივიდუალურობა,გჯეროდეს შენი ძალების, უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის და ადრე თუ გვიან,აიუცილებლად დაიმკვიდრებ თავს საზოგადოებაში.
2.“აი როგორ და რატომ“-რადიარდ კიპლინგი
რადიარდ კიპლინგის ზღაპარში მოისმენთ იმ კითხვებზე პასუხს ,რომლებიც მხოლოდ ცნობისმოყვარე ბავშვებს ებადებათ.ეს ისტორიები კი ისეთი დამაჯერებელია,შეიძლება უფროსებსაც კი გაუჭირდეთ სიმართლის-ტყუილისგან გარჩევა.აბა როგორ გგონიათ,საიდან გაუჩნდა სპილოს ხორთუმი?
3.“წიქარა“-ხალხური
ამბავი გულითად და უპირობო მეგობრობაზე ბიჭსა და ხარს შორის. გამოუსადეგარ ნივთებზე,რომლებიც ზღაპრულ სამყაროში დიდ ბარიერებად იქცნენ.თუმცა ჩვენთვის ,მნიშვნელოვანია დავადგინოთ, როგორი უნდა იყოს მეგობრობა? რას ვითხოვთ მეგობრები ერთმანეთისგან? როდის არის მეგობრობა ნამდვილი?სად იმალება თავდადება,ყოველდღიურ ცხოვრებაში ,როგორც მეგობრობის დამადასტურებელი ქცევა. როგორ გვესმის ერთგულება.
- “პინოქიოს თავგადასავალი“-კარლო კოლოდი
პინოქიო ხის ბიჭუნაა, რომელიც ცდილობს ნამდვილ ბიჭუნად გადაიქცეს. ეს სწორედ ის მიზანია,რასაც პინოქიო ყველაფრის მიუხედავად დაისახავს.მაგრამ მიზანი როდი ამართლებს ყოველგვარ საშუალებას.როგორც აღმოჩნდა ,პინოქიო არ არის საკუთარი ცხოვრებით სრულებით კმაყოფილი,უკეთესი ცხოვრების მოსაპოვებლად ტყუილები უწევს და ამიტომაც ეზრდება ცხვირი ) ზღაპარი დასახულ მიზნებზე,სიკეთისა და ტყუილის გამიჯვნაზე,მიზნის მისაღწევად გამოყენებულ ხერხებზე,რომელსაც ხის თოჯინის ნამდვილ ბიჭად ქცევა შეუძლია.
5.“ყინულის დედოფალი“-ჰანს ქრისტიან ანდერსენი
რა არის შენთვის სიყვარული,რამდენი ხანი შეგიძლია ელოდო?რამდენი ზღვა,მთა,ქვეყანა შეგიძლია გადაიარო მის მოსაძებნად.რამდენ ძალისხმევას,ენერგიას,შრომას,ნებისყოფას ითხოვს საყვარელი ადამიანის დაბრუნება,როდესაც უნებლიედ ან ნებით ჩნდებიან უცხო ადამიანები და იტაცებენ მათ შორს,ძალიან შორს.. როგორ მთავრდება კეთილი სიყვარულის ზღაპარი,თუ საყვარელი ადამიანის გადასარჩენად არაფერს დაიშურებ. „ყინულის დედოფალი“ საბავშვო ენაზე მოგვითხრობს სიყვარულზე და მისთვის გადასალახ ბარიერებზე,რომლებიც ხანდახან გარდაუვალია ცხოვრებაში.
6.“ვინი პუჰი“- ალან მილნი
სიკეთე გადამდებია. ვინი პუჰისა და მისი სამეგობროს ამბები,რომლებიც სხვადასხვა გარემოებებში ვითარდება. ისინი ერთად განიცდიან,იზიარებენ ერთმანეთის სიხარულს, ერთად უმკლავდებიან სხვადასხვა გამოწვევებს და ამას ახერხებენ,მიუხედავად იმისა,რომ სავსებით განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. ყველა დროის საყვარელი ვინი პუჰი,გელოდებათ უკლებლივ ყველას!თაფლის მოყვარულთა თუ არმოყვარულთა ბავშვებს.
7.“როგორ გავხდეთ დრაკონივით ყოჩაღი“-სტეფანკა სეეკანინოვა
თქვენ გგონიათ თავიდანვე ყოჩაღი იყო? ნურას უკაცრავად! ნამდვილ დრაკონად თითისტოლა პრინცესამ აქცია,როდესაც ხელების დაბანა და კბილის ჯაგრისის გამოყენება ასწავლა.მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესები დავიცვათ,რათა სუფთები და ჯანმრთელები ვიყოთ,ამის შემდეგ ჯან-ღონით სავსეები ვიქნებით და ყველა კეთილ საქმეს თამამად შევასრულებთ. დღეც უფრო იღბლიანად წარიმართება.
8.“პეტსონი და ფინდუსი“-სვენ ნურდკვისტი
პეტსონზე მეზობლები ამბობენ შერეკილიაო. ფინდუსი კი მისი სასაცილო კატაა,რომელსაც გვერდიდან არ იშორებს და გამუდმებით ელაპარაკება. არ ვიცი,ასე რატომ ფიქრობენ,იქნებ ბავშვივით ცელქი და ოინბაზი რომაა იმიტომ? ლაღი და სიცოცხლისუნარიანი?როგორ ფიქრობთ სად გადის ზღვარი ბავშვობასა და ზრდასრულ ასაკს შორის? ბავშვობაში რაღაც გვეპატიება და დიდობაში რაღაც -აღარ.
(7-10 წელი)
1.“პეპი გრეძელიწინდა“ –ასტრიდ ლინდგრენი
პეპის სკოლაში სიარული ეზარება.ფიქრობს,რომ ყველაფერი იცის.ორი წითელი უსწორმასწორო ნაწნავი აქვს,ლოყებზე ჭორფლები აყრია და ჭრელი წინდები აცვია.პეპის ბედნიერების მიზეზი შესაძლოა ის არის ,რომ არეული სახლის დალაგებაც კი მხიარულებად მიაჩნია.წვიმის დროს ყვავილების მორწყვა.. საუზმის მომზადების დროს შეიძლება დავარდნილ ჩვარზე ფეხი აუსრიალდეს ,ან თმაში ფიფქებივით ჩაეყაროს ჭერიდან ჩამოცვენილი ფქვილი,მაგრამ მთავარი ის არის,რომ ბოლოს გემრიელად შეექცევა ბლინებს,არ გაიფუჭებს პეპი ხასიათს.მთავარია ისიამოვნო თავისუფალი დროით. ბედნიერების შეგრძნება გქონდეს ყველგან და ყველაფერში.
2.“ყვითელი კოდალას ორდენი“-მონტეირუ ლობატუ
ბრაზილიელი მწერლის მონტეირუ ლობატუს „ყვითელი კოდალას ორდენი“ წარმოსახვის გავარჯიშების საუკეთესო საშუალებაა.ვის არ გაუტარებია მთელი ზაფხული თანატოლებთან ერთად თავგადასავლების მოყოლაში?!რამდენჯერ წარმოგვიდგენია საკუთარი თავები ჯადოსნურ სამყაროში უცნაურ ბინადრების გარემოცვაში?!იმდენად გასაგებია პერსონაჟების ქმედების მორალური მოტივი და ლოგიკა,რომ ბავშვები თავს მათ ნაწილად მიიჩნევენ.ხან კი პირიქით კინოკადრივით აკვირდება და ცდილობს გამოიცნოს რატომ იქცევიან ადამიანები ასე და არა სხვაგვარად.ასევე,ბავშვი ეცნობა სხვა კონტინეტზე მცხოვრები ხალხის ცხოვრებას და ხვდება, რომ ბრაზილიელი ბავშვები არაფრით განსხვავდებიან მათგან.
3.“ჩოპოლინოს თავგადასავალი“-ჯანი როდარი
წარმოგიდგენთ ჯანი როდარისეულ ხილ-ბოსტანს,საყვარელ და სასაცილო სახელიან პერსონაჟებს.მაგალითად ,ჩიპოლინო.ჩიპოლინო ჩიპოლონეს ვაჟი იყო და შვიდი და-ძმა ჰყავდა: ჩიპოლეტო, ჩიპოლოტო, ჩიპოლუჩო და ასე შემდეგ, როგორც ხახვის ოჯახს შეეფერება. აქვე დავძენთ, რომ პატიოსანი ხალხი იყო, თუმც კი უიღბლო.რა გასაკვირია! თუ ხახვად დაიბადე, ცრემლიც შენი ამხანაგია.
4 .“ელისი საოცრებათა ქვეყანაში“-ლუის კეროლი
ინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100–ზე მეტი წლის წინ დაწერილი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მსოფლიო შედევრად მიიჩნევა და შესულია იმ წიგნთა რიცხვში, რომელიც ყველა განათლებულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს.
თვითონ ელისი,სხვა ფერადი და კაშკაშა პერსონაჟები წაკითხვის შემდგომ ძალიან დიდხანს არ ტოვებენ მსმენლის (მკითხველის) მეხსიერებას.
- „მერი პოპინსი“-პამელა ლინდონ ტრევერსი
ამბავი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ძიძის შესახებ,რომელიც შეუცვლელ შთაბეჭდილებას უტოვებს ყველას გულის სიღრმეში ,ვინც კი მას იცნობს. შეიძლება ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო ძიძაა,მაგრამ ასევე გულითადი ,ქოლგით მფრინავი მეგობარიც,რომელიც გვასწავლის,რომ ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას,რომ არჩევანი ჩვენზეა.გვამზადებს,რომ შეიძლება საყვარელმა ადამიანებმაც დაგვტოვონ,ხანდახან სევდითაც აგვევსოს გული,მაგრამ თანაგრძნობა ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭია რაც შეიძლება ადამიანს აკეთილშბილებდეს.
6.“მხიარული ოჯახი და სხვებიც “ –ლელა ცუცქირიძე
რაზეა ეს წიგნი? კითხულობს თავად ავტორი,ლელა ცუცქირიძე და თავადვე გვპასუხობს:“დიდებისა და ბავშვების მეგობრობაზე.უბრალოდ სი-ყვა-რულ-ზეო“.იმასაც დასძენს ,“წიგნმა ბავშვებთან მინდა დააბრუნოს უფროსები,ბავშვებისთვის კი იმ თბილ და მყუდრო ფუღუროდ იქცეს,სადაც მივლენ და თავს ისე იგრძნობენ,როგორც მათივე პატარა ხელებით აგებულ შტაბშიო.“
7.“ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“- როალდ დალი
ხელი ასწიოს მან,ვისაც ბავშვობაში შოკოლადის ქარხნის დირექტორობაზე არ უოცნებია. ასაკის მატებასთან ერთად ,ოცნებებიც ბევრად მიწიერდება და იშვიათად შემოგვხვდება ისეთი ადამიანი, ვისაც ზრდასრულ ასაკში ჯადოსნობის სჯერა. და თუ კი მართლა აიხდენთ ოცნებას ან ისეთ ადამიანს შეხვდებით ვინც ეს სანუკვარი ოცნება აისრულა,მაშინ? ალბათ გამოკითხავდით ყველა დეტალს, ყველა ცხოვრებისეულ საფეხურზე მოაყოლებდით,როგორ უჭერდნენ მხარს ოჯახის წევრები,მეგობრები როგორ ამხნევებდნენ.ან იქნებ სულაც არ ყოლია არავინ? და მარტომ გაართვა თავი ამ ყველაფერს… ან იქნებ ის სულაც არ არის ბედნიერი ამ ოცნების ახდენით,იქნებ სხვა,უფრო სხვა მნიშვნელოვანი რამ არსებობს ცხოვრებაში,ვიდრე სხვადასხვა მიზნები,შოკოლადის ქარხანა..
8.“სალამურას თავგადასავალი“-არჩილ სულაკაური
„ქონდარეთში პოეტი თუ არ მოგესალმებოდა,სირცხვილად ითვლებოდა.თუ გსურდა მზეთუნახავი გამხდარიყავი,მზეს უნდა მორიდებოდი.ქონდარუხი თითქმის ძილში გაიზარდა.ზღაპრებს კი ფუნთუშებზე,მოშიშხინე ტაფებსა და ღვეზელებზე უამბობდნენ.დედოფალი ქონდარინე ახალგაზრდობაში მზეთუნახავს გავდა,მაგრამ მას შემდეგ ,რაც ქვეყანას უფლისწული აჩუქა,მეტისმეტად გასუქდა.უფლისწულისთვის სალამურასგან ნათავაზებმა წკლიპურტმა კი მთელი ქონდარეთი შეძრა.“ამბავი კი ციცინათელების და ჭიამაიების ორ მწყემსზეა.ძალიან სპეციფიური და მკვეთრი პერსონაჟებით შექმნილი ნაწარმოები,რომელთა სახელებიც ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელია ძალიან დიდი ხნით ამყოფებს მსმენელს იმ ჯადოსნურ,წარმოსახვით ქვეყანაში,რომელსაც ქონდარეთი ქვია.
(10-12წელი)
1.“პატარა უფლისწული“-ანტუან დე სენტ ეკზიუპერი
“პატარა უფლისწული“ დიდების წიგნად შეგვიძლია მოვიაზროთ.ანტუან სენტ ეკზიუპერმა თითქოს უკვე გონებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის დაწერა. სწორედ ამ წიგნით გვასწავლის ანტუანი როგორ ვიყოთ უკეთესი დიდები.
2.“ბროწეულის სახლი“(ვარსკვლავ–ბიჭუნა)-ოსკარ ვაილდი
ოსკარ უაილდის ეს ყველასათვის საყვარელი ზღაპარი მრავლადაა გაჯერებული ჰუმანური და აღმზრდელობითი იდეებით. დედის უარმყოფელ,დამახინჯებულ ვარსკვლავბიჭუნას უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა უხდება, რადგან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დედას პატიება სთხოვოს და მისგან შენდობა მიიღოს…ამპარტავნობა,სიბოროტე..მავნებლობა,ის დამღუპველი თვისებებია რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ახასიათებდეს,არც წიგნი უნდა განსზაზღვრო გარეკანით და არც ადამიანი მისი გარეგნობით.
3 .“კორალაინი“-ნილ გეიმანი
“კორალაინი“ ფენტეზის ჟანრის ,მისტიური ნაწარმოებია.
ერთ დღეს კორალაინმა გააღო მუდამ ჩაკეტილი კარი და თავის გონებაში პარარელურ სამყაროს ეწვია,სადაც მას სხვა დედა და სხვა მამა დახვდა.საოცარი სიძლიერის და სიმამაცის გოგონა ახერხებს თავი დაახწიოს ბოროტებას და ამტკიცებს ,რომ ყველანაირი შიშის დაძლევა შესაძლებელია.
4.“ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“-რუდოლფ რასპე
ყველაზე ცრუპენტელა ბარონის გაცნობის დროა. თან იცით როგორ ცრუობს? წარბსაც არ ხრის,ვერ გაარკვევთ მართალს ყვება თუ მისი უშრეტი ფანტაზიის ნაყოფია ეს არაჩვეულებრივი თავგადასავლები.ზღვა ემოციებით და უნიკალური იუმორით სავსე ზღაპარი საუკეთესოდ ავითარებს ფანტაზიის უნარს.
5.“უჩინარი ბავშვი“-ტუვე იანსონი
ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს.
მუმინების ხეობაში სიყვარულით, მზრუნველობითა და თანაგრძნობით მასპინძლობენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ არსებებს – სნორკებს, ჰემულებს, ფილიფიონკებსა თუ მიმლებს და ყველაზე უჩვეულო, უკარება, მარტოსულ სტუმარსაც კი თავს შინ აგრძნობინებენ.ეს უცნაური არსებები სრულიად ადამიანურები არიან. ზუსტად ჩვენნაირად განიცდიან, მაგრამ, მათ შეუძლიათ, იყვნენ ჩვენზე მეტად კეთილები. ერთ წვეთ სიბოროტეს ვერ იპოვნით: ერთობ არტისტულ სნუსმუმრიკს ვაპატიოთ პატარა, უხეში გამოხდომა “ტი-ტი-ტუუსადმი”. აქაური კეთილმეზობლური დამოკიდებულება, მაგალითად, მუმინებსა და ჰემულებს შორის სულაც არ არის შემთხვევითი. აქაური სიყვარული მასშტაბურია.არ ცნობს გარეგნულ განსხვავებას, როგორც საზღვრებს. აქ არ ომობენ: მაქსიმუმ, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა გამოუცხადოს სისხლისმღვრელი ბრძოლა ფილიფიონკას. ეს შტორმი კათარზისად ჩავთვალოთ: ფილიფიონკას ახალი ცხოვრების დასაწყისად, ცხოვრების, რომელსაც რასაც უნდა იმას უზამს.
6.“ყაჩაღის ასული რონია“-ასტრიდ ლინდგრენი
ასტრიდ ლინდგრენის ეს ზღაპარი ,მკვეთრად გამოირჩევა სხვა ნაწარმოებებისგან.მასში თავს იჩენს მჭიდრო კავშირი გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიასთან და ფოლკლორთან.ნათლად,ესთეტიური ენით აღწერს რონიას სიყვარულს ბუნებასა და თავისუფლების მიმართ.ერთ მშვენიერ დღესაც ,რონიამ ბირკი გაიცნო,მშობლებს შორის მტრული დამოკიდებულების მიუხედავად ისინი დამეგობრდნენ და და-ძმობაც შეჰფიცეს.
7.“ღმერთო,აქ ხარ? მე ვარ მარგარეტი.“-ჯუდი ბლუმი
მარგარეტ საიმონსი თითქმის ტორმეტი წლის,ძალიან საყვარელი გოგონაა.მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება,ახალ ქალაქში გადადის საცხოვრებლად, რაც იმას ნიშნავს რომ ახალი სკოლა და ახალი მეგობრები ელოდებიან… როგორ დავძლიოთ სხვადასხვა შიშები და პატარ-პატარა კომპლექსები,ამას მარგარეტთან ერთად ვისწავლით..
8 .”შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უოტსონი’’ –არტურ კონან დოილი
თქვენს წინაშეა ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი და მისი ერთგული მეგობარი ექიმი უოტსონი. ძალიან საინტერესო გამოძიებებით და გასაოცარი თავგადასავლებით.წლების განმავლობაში მკითხველმა ისე შეიყვარა და მახვილგონიერი ცნობილ დეტექტივი, რომ ლონდონში, «ბეიქერ-სტრით 221-ბ» მისამართზე, ყოველდღიურად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ასობით წერილს ღებულობს,თუმცა უნდა ვთქვათ, რომ იგი არ არსებობს და უბრალოდ გენიალურად გამოგონილი გმირია.ვის შესახებაც აუცილებლად უნდა მოვისმინოთ, ვიკითხოთ ბევრი და მასთან ერთად გამოვიძიოთ თითქმის შეუძლებლად ამოუხსნელი,ჩახლართული საქმეები.