ნათია ფოფხაძე
ნათია ფოფხაძემენტორი
მუსიკოსი, პიანისტი, პედაგოგი, კონცერტმაისტერი, მუსიკალური ქოუჩი, ბგერითი და ენერგეტიკული თერაპიის ფასილიტატორი

წარმოიდგინეთ ჯადოსნური სამყარო, სადაც მუსიკა ჰაერში ტრიალებს, სადაც ყოველი ბგერა და მოძრაობა ფერად ზღაპრად იქცევა.

Musical Wonderland • ჯადოსნური მუსიკის კლასები მრავალმხრივ განმავითარებელი მუსიკალური პროგრამის მოკლე სტრუქტურაა 4-6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამა აქცენტს აკეთებს ინტერაქციულ და სახალისო აქტივობებზე, მრავალფეროვანი ბგერითი სამყაროს აღმოჩენაზე, კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებებისა და ბუნების დამამშვიდებელი ხმების შეცნობაზე, მაინდფულნესისა და თვითრეგულირების ტექნიკის შესწავლაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ბავშვის სოციალური, მუსიკალური, სმენითი, ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ინტელექტის განვითარებასა და ხელშეწყობას.

აქ პატარა ჯადოქრები იწყებენ თავგადასავალს მუსიკალური მისალმებით, სხვადასხვა სასარგებლო მოძრაობით, რომლებიც ავსებს მათ სხეულს ენერგიით და ქმნის პოზიტიურ განწყობას.

ისინი სწავლობენ ემოციებს, აკვირდებიან საკუთარ გრძნობებს, როგორც ამინდს და თავად ხდებიან საკუთარი ამინდის შექმნის ჯადოქრები.

მაინდფულნესის ჯადოსნური სუნთქვითი ტექნიკებით სწავლობენ თვითრეგულირებას, აწმყო დროში ყოფნას, რაც ზრდის კონცენტრაციის უნარს და ამშვიდებს გონებას.

სპეციალურად შექმნილი მუსიკალური სიმღერა – სუნთქვაზე,  სასიამოვნოდ და სახალისოდ ერგება მაინდფულნესის აქტივობას, რაც აადვილებს სიმშვიდის შეგრძნებას და გაცნობიერებას.

მათი პატარა ხელები ქმნიან ჯადოსნურ რიტმულ შაბლონებს, სხეულზე პერკუსიით შეიგრძნობენ მუსიკის გულს – რიტმს და ეცნობიან რიტმულ მუსიკალურ ნიშნებს.

თამაშით სწავლობენ მუსიკის ძირითად ელემენტებს – რიტმს, მელოდიას, ჰარმონიას, რაც ავითარებს მუსიკალურ სმენას, კოგნიტურ, მოტორულ უნარებს და ეხმარება გემოვნების ჩამოყალიბებაში და ამდიდრებს მუსიკალურ კულტურულ გამოცდილებას.

ბავშვები ასრულებენ ევრითმიულ მოძრაობებს, თითქოს ზღაპრული გმირები არიან, რომლებიც მუსიკის ყოველ ნოტს აცოცხლებენ თავიანთი გააზრებული და გრაციოზული მოძრაობებით.

ვოკალური მატონიზირებელი ბგერების გამღერებით, აკვირდებიან და ეცნობიან საკუთარ უნიკალურ  ხმას, მის გავლენას სხეულზე, რომელიც საოცარ შეგრძნებებს აღვიძებს მათ სხეულში. უზრუნველყოფს ფიზიკურ და ემოციურ ბალანსს, რაც მიიღწევა ამ დროს ვაგუსის ნერვის აქტივაციით.

ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ მუსიკასთან სწორად კავშირს და მის ელემენტებს, არამედ საკუთარი თავის უკეთ შეცნობას, თვითრეგულირების ტექნიკებს, ავითარებენ კომუნიკაციასა და სოციალურ უნარ-ჩვევებს. პროგრამა მთლიანობაში უზრუნველყოფს მათ ჯანსაღ განვითარებას ფიზიკური, მენტალური, ფსიქო-ემოციური და სულიერი მიმართულებით.

ეცნობიან ბუნების მუსიკას, სადაც აღმოაჩენენ ჯადოსნურ ხმებს – რაც აღვიძებს მათში სიყვარულს და ინტერესს ბუნების მიმართ.

კლასიკური მუსიკის მოსმენით – ავითარებენ მოსმენის კულტურას, გემოვნებასა და ემოციურ ინტელექტს.

პატარა ხელებით ეხებიან ინსტრუმენტებს და ქმნიან საკუთარ, უნიკალურ მუსიკას – ნამდვილ ჯადოსნურ ელექსირს სულისთვის, რომელიც ხელს უწყობს ტაქტილური, აუდიტორული გრძნობის განვითარებას და  ემოციურ ბალანსს.

ყოველი გაკვეთილი არის მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში, სადაც მუსიკა არის ენა, რომელზეც ყველა საუბრობს.

ეს არის ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ მუსიკასთან სწორად კავშირს და მის ელემენტებს, არამედ საკუთარი თავის უკეთ შეცნობას, თვითრეგულირების ტექნიკებს, ავითარებენ კომუნიკაციასა და სოციალურ უნარ-ჩვევებს. პროგრამა მთლიანობაში უზრუნველყოფს მათ ჯანსაღ განვითარებას ფიზიკური, მენტალური, ფსიქო-ემოციური და სულიერი მიმართულებით.

ბავშვთა განმავითარებელი მუსიკალური პროგრამა წარმოადგენს სხვადასხვა სასარგებლო აქტივობებს, რომლებიც მჭიდროდ არის ინტეგრირებული მრავალფეროვან მუსიკალურ მასალასთან და ქმნის ახალ, ინოვაციურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს კლასიკური მუსიკალური პედაგოგიკის საუკეთესო ტრადიციებს თანამედროვე ნეირომეცნიერების აღმოჩენებთან და შექმნილია ბავშვების ჰოლისტიკური განვითარებისთვის.

პროგრამა აერთიანებს თამაშზე დაფუძნებულ სავარჯიშოებს და ხელს უწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. ეს ინოვაციური მიდგომა ქმნის მრავალფეროვან სასწავლო გარემოს, სადაც მუსიკა არის არა მხოლოდ შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება, არამედ ინსტრუმენტი კოგნიტური, ფსიქო-ემოციური, ფიზიკური და სოციალური უნარების გასაძლიერებლად.

პროგრამა ასევე აქცენტს აკეთებს მრავალფეროვანი მუსიკალური მასალის გაცნობაზე. სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენა ადრეული ასაკიდან ხელს უწყობს ბავშვის მუსიკალური აღქმის გაფართოებას და ტვინის პლასტიურობის გაზრდას. სწორად შერჩეული რეპერტუარი ასტიმულირებს სმენით ქერქს და აძლიერებს ნეირონულ კავშირებს. მოსმენის პროცესში ყურადღება ექცევა ემოციურ მხარესაც, რაც ხელს უწყობს თვითრეფლექსიას და ემოციების იდენტიფიცირების უნარის განვითარებას.

კლასიკური მუსიკის მოსმენა მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს ტვინის სხვადასხვა უბნების, მათ შორის ენის ცენტრის, მეხსიერების და ყურადღების არეების აქტივაციას და განვითარებას. ამასთან, კლასიკური მუსიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის გემოვნების ჩამოყალიბებაში, ავითარებს ესთეტიკურ აღქმას და ამდიდრებს მის კულტურულ გამოცდილებას.

ჯგუფური აქტივობები აუმჯობესებს სოციალურ უნარებს და თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს ტვინის სოციალურ ქსელებს. ყველა ეს ელემენტი ერთად ქმნის მხიარულ, ინტერაქტიულ და საგანმანათლებლო გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ, იზრდებიან და ერთობიან მუსიკის საშუალებით, ამავდროულად აძლიერებენ თავიანთი ტვინის პოტენციალს მრავალმხრივი სტიმულაციით.

ეს კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას, სადაც მუსიკა გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი კოგნიტური, ფსიქო-ემოციური, სოციალური და ფიზიკური უნარების გასაუმჯობესებლად. პროგრამა ქმნის მყარ საფუძველს არა მხოლოდ მუსიკალური განათლებისთვის, არამედ ზოგადი განვითარებისთვისაც, რაც ხელს უწყობს და ქმნის მყარ, უსაფრთხო ნიადაგს ბავშვის ნათელი მომავალისთვის.

ჯადოსნური მუსიკის კლასებს გაუძღვება მუსიკოსი, პიანისტი, პედაგოგი, კონცერტმაისტერი, მუსიკალური ქოუჩი, ბგერითი და ენერგეტიკული თერაპიის ფასილიტატორი ნათია ფოფხაძე, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც მუსიკოსს, შემსრულებელსა და პედაგოგს, ასევე სპეციალიზაცია ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართულებით, როგორც საგანმანათლებლო, ისე სამკურნალო, თერაპიული მიმართულებით.

ერთჯერადი (ასაკი 4-6 წელი)

5000ლარი1 საათი
  • ყოველ ხუთშაბათს 16:00-17:00

6 კლასი (ასაკი 4-6 წელი)

28000ლარი
  • ყოველ ხუთშაბათს 16:00-17:00

* 2 ადამინზე მეტი ჯავშნის შემთხვევაში ვრცელდება დამატებითი ფასდაკლება 10%