მუსიკის კლუბი „ მოსაუბრე რიტმები“
ცნობილი მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენი ამბობს: ,,როცა სიტყვები მარცხდება, მუსიკა ლაპარაკობს“, თუმცა ყველა ემოციას ვერ ავამეტყველებთ, ზოგს აჟღერება სჭირდება. არაფერია იმაზე მეტად დამხმარე ბავშვისთვის, ვიდრე ახალი ხელსაწყოს მიწოდება თვითგამოხატვისთვის. მუსიკა, კი სწორედ ის ხელსაწყოა, რაც მას დაეხმარება ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავებაში. შემთხვევითი არ არის, რომ მეცნიერულად და კლინიკურად დადასტურებულია მუსიკის და ზოგადად მუსიკალური აქტივობების როლი ფიზიკური, ემოციური. კოგნიტური და სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად.
ემოციური ინტელექტის განვითარება, სტრესის შემცირება.
- მუსიკა ეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ, აღწერონ და გამოხატონ თავიანთი ემოციები;
- ბავშვი სწავლობს ემოციების მართვას.
- ის მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება – ამცირებს შფოთვას და სტრესს;
სოციალური უნარების განვითარება.
- მუსიკალური ჯგუფური სესიები ბავშვში თანამშრომლობის უნარის გამომუშავებას უწყობს ხელს;
- ძლიერდება სოციალური კავშირები, რაც ბავშვს ეხმარება იყოს უფრო გახსნილი და მეგობრული;
- ჯგუფური შეხვედრები ხელს უწყობს კომუნიკაციის ახალი ფორმების გამომუშავებას, რაც ბავშვს სოციალურ ადაპტაციაში ეხმარება.
კოგნიტური უნარების გაუმჯობესება.
- მუსიკალური სავარჯიშოები აძლიერებს კონცენტრაციის უნარს;
- სხვადასხვა რიტმის, ხმის და მელოდიის ამოცნობა, ან შექმნა ბავშვს პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავებაში ეხმარება;
- მუსიკალური აქტივობები ხელს უწყობს კრეატიული აზროვნების უნარის განვითარებას;
ენა და კომუნიკაცია.
- ბავშვები სწავლობენ გამოხატონ თავიანთი აზრები და გრძნობები მუსიკით;
- სიმღერები ან სესიის დროს შექმნილი მუსიკალური ფრაზები ეხმარება ბავშვს მეტყველების უნარების განვითარებაში.
- მელოდია და რიტმი ხელს უწყობს ყურადღების და მოსმენის უნარების განვითარებას;
თავდაჯერებულობის გაზრდა.
- უსაფრთხო, კეთილმოსურნე გარემოში სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა ან სიმღერის შესრულება ზრდის ბავშვის თავდაჯერებულობას, ამაღლებს თვითშეფასებას;
- ახალი მუსიკალური უნარების ათვისება ბავშვში წარმატების განცდას იწვევს, რაც ზრდის ასევე მოტივაციას და ინტერესს სხვადასხვა ახალი სფეროების მიმართ;
- ამდიდრებს მუსიკალურ-კულტურულ გამოცდილებას.
ფიზიკური და მოტორული უნარების განვითარება.
- სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა და განსაკუთრებით რიტმული მოძრაობების შესრულება ბავშვის მოტორული უნარების გაუჯობესებას უწყობს ხელს;
- მუსიკალური რიტმული სავარჯიშოები ბავშვს ეხმარება უკეთ გაიცნოს და აკონტროლოს საკუთარი სხეული.
- სესიების დროს გამოყენებული იქნება სხვადასხვა მუსიკალური საკრავები, როგორიცაა: კლავიში, შეიქერი, ქსილოფონი, საბავშვო დრამი, ტამტამი, უკულელე, ჰარმონიკა, ტამბურინი, დაირა, კალიმბა.. ბავშვს ექნება საშუალება აარჩიოს ინსტრუმენტი და ააჟღეროს საკუთარი შინაგანი ხმა.
- „მოსაუბრე რიტმები“-ს ყოველი სესია განსხვავებულია, რადგან ის სრულად, ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული. მენტორი აქტიურადაა ჩართული პროცესში და თითოეული ბავშვის საჭიროების გათვალისწინების მიხედვით წარმართავს შეხვედრას.
- მუსიკალური კლუბის აქტივობები მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. სესიის ეფექტურობისთვის ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს. რაც შეეხება ჯგუფში ბავშვთა რაოდენობას, თორმეტ წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ის არ უნდა აღემატებოდეს ხუთს, ხოლო თორმეტის წლის ზევით, შვიდს. სესიის ხანგრძლივობა 60 წუთია და ჩატარდება კვირაში ერთხელ.
- ჯგუფში ყოველი შეხვედრა ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობაა; აქ მუსიკა უნივერსალური ენაა, რომელზეც ყველა თავისუფლად საუბრობს; ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ მუსიკასთან სწორ კავშირს, არამედ საკუთარი თავის უკეთ შეცნობას და გარემოსთან წარმატებული ადაპტაციის უნარ-ჩვევებს.
ერთჯერადი (ასაკი 4-6 წელი)
- ყოველ ხუთშაბათს 16:00-17:00
6 კლასი (ასაკი 4-6 წელი)
- ყოველ ხუთშაბათს 16:00-17:00
* 2 ადამინზე მეტი ჯავშნის შემთხვევაში ვრცელდება დამატებითი ფასდაკლება 10%