მენტორი
მარიამ სარდანაშვილი
- სოხუმის თეატრის მსახიობი.
- სიცილით თერაპიის არტ-თერაპევტი
„წიგნში აღწერილი ამბების ხმამაღლა წაკითხვა უძლიერესი შთამაგონებელი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია ბავშვს გააცნოს, როგორც საკუთარი თავი, ასევე გარე სამყარო; გულწრფელობის, სიყვარულის და კეთილგანწყობის გარეშე, ბავშვებში ნდობის მოპოვება წარმოუდგენელია. ამიტომ, ვცდილობ სესიების დროს მათივე ასაკის გავხდე, რაც ბავშვებს საგრძნობ გაბედულებას აძლევს და უბიძგებს ღია, ცოცხალი საუბრებისკენ. ბავშვებისთვის ხმამაღლა კითხვა და მონათხრობით გამოწვეული საინტერესო თემების მათთან ერთად განხილვა, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროცესია, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“