Paideia

მოსაუბრე წიგნები

მოსაუბრე წიგნები მოგესალმებათ!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იქ, სადაც წიგნში მონათხრობი სიცოცხლეს იძენს მოსმენის, საუბრების, ფიქრების გაზიარების და წარმოსახვის მეშვეობით.

გაიგე მეტი
მოსაუბრე წიგნის თილისმა

სადაც კითხვა მხოლოდ ფურცლების გადაშლას არ ნიშნავს — ეს არის:

  • ახალი სამყაროს აღმოჩენის
  • იდეების გამოხატვის
  • თავდაჯერებულობის განვითარებისა
  • და ჯანსაღი კომუნიკაციის შესაძლებლობა

კლუბის შესახებ

„მოსაუბრე წიგნები“ წიგნის კლუბია, სადაც:

  • ბავშვებს ხმამაღლა ვუკითხავთ წიგნებს
  • ვსაუბრობთ მოსმენილ ამბავზე
  • ვცვლით აზრებს და ემოციებს
  • ვთამაშობთ და ვხატავთ
  • ვუსმენთ მუსიკას და ვეცნობით მის სხვადასხვა ჟანრს
ბავშვები კლუბის შეხვედრაზე
სექტემბრიდან

კლუბის შეხვედრები ინგლისურ ენაზე

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექსტის გაგების/გააზრების უნარების ხელშეწყობას.

Read Aloud Comprehension

ვინ უძღვება კლუბს

ინგლისურ კლუბს უძღვება პროფესიონალი პედაგოგი, დიდ ბრიტანეთში 10 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილებით, როგორც ნეიროტიპულ, ასევე სსს მოსწავლეებთან.

კლუბის მიზანია

  • დავეხმაროთ ბავშვებს წაკითხულის გაგებისა და გააზრების უნარ-ჩვევების განვითარებაში
  • შევაყვაროთ მათ წიგნები და ხმამაღლა წაკითხულის მოსმენით მიღებული გამოცდილება

სახელის მნიშვნელობა

პაიდეია
Paideia

სიტყვა პაიდეია (Paideia) ძველი ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს განათლებას, ცოდნისა და კულტურის გზით ბავშვის აღზრდასა და განვითარებას.

პაიდეია ასევე გადმოსცემს იდეას, რომ ბავშვის გაზრდა მისი გონების, წარმოსახვის, ხასიათისა და სამყაროსადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასაც გულისხმობს.

ჩვენი იდეა

როგორ დაიწყო პაიდეია

მყუდრო და მეგობრული გარემო

როდესაც პაიდეიას დაარსების იდეაზე დავიწყეთ ფიქრი, უკვე ვიცოდით, რომ უნდა შეგვექმნა მყუდრო, თბილი და მეგობრული გარემო, სადაც ბავშვებს საკუთარი ფიქრების, ემოციებისა და მოსაზრებების თავისუფლად გაზიარების შესაძლებლობა ექნებოდათ და რომელიც მათ ღია, ცოცხალი საუბრებისკენ ბუნებრივად უბიძგებდა.

ლიტერატურა და დიალოგი

ამ იდეამ ბუნებრივად მიგვიყვანა ლიტერატურამდე — ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ბავშვებისთვის წიგნის ხმამაღლა წაკითხვა იოლად აღვიძებს მათში დიალოგისა და ცოცხალი კომუნიკაციის სურვილს. ღია და თავისუფალი საუბარი კი გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, რათა სწორად გავერკვეთ გარე სამყაროსა და მასში მიმდინარე ცვლილებებში.

ჯანსაღი კომუნიკაცია

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია ერთმანეთის მიმართ გულწრფელი სიკეთის, პატივისცემისა და თანადგომის გამოხატვაა.

ჩაეწერეთ კლუბში

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და მალე დაგიკავშირდებით.

რეგისტრაცია
Scroll to Top